რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » "სანტიაგო ბერნაბეუზე" რაფა ბენიტესის პრეზენტაცია შედგა

"სანტიაგო ბერნაბეუზე" რაფა ბენიტესის პრეზენტაცია შედგა

3-06-2015, 15:45
ავტორი: ZZ
ნახვა: 1032
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
"სანტიაგო ბერნაბეუზე" რაფა ბენიტესის პრეზენტაცია შედგა
დღეს, "სანტიაგო ბერნაბეუს" საპატიო ლოჟაში რაფაელ ბენიტესი მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის რანგში წარადგინეს. მწვრთნელის სიტყვით გამოსვლამდე, შეკრებილ საზოგადოებას ფლორენტინო პერესმა მიმართა...

ფლორენტინო პერესი:

"მადრიდის "რეალში" ყოველთვის მაღალი მოთხოვნებია. ჩვენი ახალი მწვრთნელი მიზნების მიღწევაში გაგვაძლიერებს. რაფა ფეხბურთით და მადრიდიზმით სუნთქავს. მას სპორტში მუშაობა და ენთუზიაზმი შემოაქვს. მეთოდები, რომლებითაც ეს მწვრთნელი ფეხბურთშია, მუშაობის სტილზეა დაფუძნებული. ის თავის გუნდებს მატჩებისა და ტიტულების მოპოვებისთვის ბრწყინვალედ ამზადებს".

"ეს ჩვენი ადამიანია, რომელიც "რეალში" 13–დან 20 წლამდე თამაშობდა, შემდეგ კი 10 წლის განმავლობაში კანტერის სხვადასხვა გუნდებსა და "კასტილიას" წვრთნიდა. 1993/94 წლების სეზონში მეორე მწვრთნელადაც მუშაობდა. ის უდიდეს კლუბში გადმოდის, სადაც აუცილებლად გამარჯვებებია საჭირო. ახალ ეტაპს ვიწყებთ".

"ჩვენს გუნდში საოცარი მოთხოვნებია და რაც არ უნდა გააკეთო, შესაძლოა ეს საკმარისი არ აღმოჩნდეს, მაგრამ სირთულეებს გაბედულად უნდა დახვდე, რომლებიც შესაძლოა ამ კლუბში მუშაობისას გადაულახავად მოგეჩვენოს. დღეს ახალი ეტაპი იწყება და დარწმუნებულნი ვართ, ახალი მწვრთნელის წყალობით უფრო ძლიერები გავხდებით, რომელიც მსგავს გამოწვევაზე დიდი ხანია ოცნებობდა. კეთილი იყოს შენი მობრძანება "რეალში", რაფა".

"შენ ჩვენს კულტურასა და პრინციპებს იცნობ. რაფა მუშაობის და მაქსიმალურად დახარჯვის გარანტია. ეჭვგარეშეა, ჩვენთან მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო მწვრთნელი მუშაობს და მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, მას დიდი საერთაშორისო გამოცდილება და მოგებული ტიტულების საკმარისი ჩამონათვალი აქვს. გარდა ამისა, თავის კარიერაში ორჯერ "უეფას" საუკეთესო მწვრთნელი გახდა".

"ვფიქრობ, ამ წუთებში შენ და შენი მეუღლე განსაკუთრებულ ემოციებს განიცდით. ემოციები იმ ადამიანისა, რომელიც მადრიდის "რეალს" უნდა გაუძღვეს. ძვირფასო რაფა, შენზე უკეთ არავინ იცის, რას წარმოადგენს "რეალი", ეს გერბი და სტადიონი. ჩვენი გულშემატკივრების სურვილები შენზეა დამოკიდებული. შენ მსოფლიოს ყველაზე დიდ კლუბში მოდიხარ, რომლის გულშემატკივრებიც პლანეტის ყველა წერტილში ცხოვრობენ. კლუბი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის 10 და ლა ლიგის 32 ტიტული აქვს, მაგრამ ჩვენ უფრო მეტის მიღწევა გვსურს, რადგან მიღწეულით დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ. უკვდავი ამბიციები და გამარჯვებებისადმი სწრაფვა გვაქვს. ძვირფასო რაფა, შენთან ერთად ახალ ეტაპს ვიწყებთ. კეთილი იყოს შენი შინ მობრძანება და დიდი მადლობა".


რაფა ბენიტესი:

"ეს ჩემს ცხოვრებაში ემოციური დღეა, რადგან შინ ვბრუნდები. ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად წარიმართება, გუნდი ტიტულებს მოიგებს და კარგად ითამაშებს. მსურს კლუბს ნდობისთვის მადლობა გადავუხადო".
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.