MADRIDISTA.GE

Real Madrid News

გვარდიოლას "მანჩესტერ სიტიში" კროოსის გადაბირება სურს

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები თარიღი: 26-03-2016, 22:11
გვარდიოლას "მანჩესტერ სიტიში" კროოსის გადაბირება სურს

ესპანური გამომცემლობა Marca-ს ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნის" თავკაც, პეპ გვარდიოლას, რომელიც ზაფხულიდან "მანჩესტერ სიტის" ჩაუდგება სათავეში, თავის ახალ გუნდში ტონი კროოსის გადაბირება სურს, რომელსაც მიუნხენურ კლუბში 2013/14 წლების სეზონში წვრთნიდა...

გვარდიოლა გერმანელი ნახევარმცველის მიმართ კომპლიმენტებს არ იშურებს და მუდამ აცხადებს, რომ კროოსთან მუშაობაზე ოცნებობს. თუმცა, ტონის "რეალში" ყველაფერი აკმაყოფილებს და გუნდის დატოვებას კონტრაქტის ამოწურვამდე (2020 წლის 30 ივნისამდე) არ აპირებს. კროოსი წლიურად 6 მლნ. ევროს იღებს.

იმ შემთხვევაში, თუ კროოსი გვარდიოლას შემოთავაზებას არ დათანხმდება, ესპანელ თავკაცს ალტერნატიული ვარიანტიც აქვს. საუბარია დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველ, ილკაი გიუნდოგანზე. ტომას ტუხელის გუნდს გიუნდოგანის შენარჩუნება ძალიან სურს. თან "ბორუსია" მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. თუმცა, თუ "მანჩესტერ სიტი" ილკაის გადაბირებას სერიოზულად მოისურვებს, დორტმუნდელები უშანსოდ დარჩებიან.

"მანჩესტერ სიტი" კროოსის გადაბირებას გეგმავს

ტონი კროოსი "მანჩესტერ სიტის" ინტერესთა სფეროში მოექცა......

კროოსის გამოსასყიდი თანხა 300 მლნ. ევროს შეადგენს

ტონი კროოსის მსურველ კლუბს მადრიდის "რეალისთვის" ზღაპრული თანხის გადახდა მოუწევს......

კროოსის გადაბირებით სამი გუნდი ინტერესდება

ტონი კროოსი სატრანსფერო ბაზარზე კვლავ ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ფეხბურთელად რჩება. გერმანელი ნახევარმცველის გადაბირებით "პსჟ", "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდებიან, მაგრამ ტონის მადრიდული გრანდიდან წასვლის შანსები მას...

"ბაიერნს" ზაფხულში კროოსის დაბრუნება სურს

მიუნხენელები გერმანელი ნახევარმცველის დაბრუნებას გეგმავენ......

"ემიუ" კროოსის გადაბირებითაც დაინტერესდა

"მანჩესტერ იუნაიტედი" მადრიდის "რეალის" გერმანელი ნახევარმცველის, ტონი კროოსის გადაბირებით დაინტერესდა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

31.03.2019 23:45


2 - 0

16.03.2019 19:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 27 69 26 63
2 ატლეტიკო 28 39 19 56
3 რეალი 28 49 32 54
4 ხეტაფე 27 36 24 45
5 ალავესი 28 31 31 44
6 სევილია 27 46 36 40




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.