|
ჩაბი ალონსო:"არ ღირს მხოლოდ ტიტულებზე ფიქრი"
ჩაბი ალონსომ ბოლო ვარჯიშის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ისაუბრა ვარჯიშებზე "ლოს-ანჯელესთან" შეხვედრამდე. ასევე ახალწვეულებზე და დიდ როლზე, რომელსაც ზინედინ ზიდანი თამაშობს.
რაში მდგომარეობს ზიდანის მუშაობა პირველ კლუბთანი ჩვენთვის მნიშვნელოვანია ავიღოთ მისგან მაგალითი. მისი მუშაობა ძალზედ ეხმარება კლუბს. ბევრი აღფრთოვანებული იყო ზიდანით. როგორც ფეხბურთელი, მისი ჩვენთან ყოფნა კი პოზიტიური ფაქტორია. თქვენ გაქვთ დრო, რომ "ლოს-ანჯელეს გალაქსის" კარგად გაეცნოთი ჩვენ ისედაც კარგად ვიცნობთ ამ კლუბს. წინა წელს ჩვენ მოგვიწია ერთმანეთთან დაპირისპირება და ვიტყვი, რომ ისინი ძალზედ ძლიერი მეტოქეები არიან. მათ კლუბში არაჩვეულებრივი ფეხბურთელები ჰყავთ, როგორებიცაა დონოვანი, ხუან პაბლო, ანხელი და ბექჰემი, მაგრამ ეს მოსამზადებელი მატჩია, ვიდრე რაიმე დაპირისპირება. რას იტყვით ფაბიუ კოენტრაუზეი ის შესანიშნავი ფეხბურთელია. ჩვენ აქამდეც ვიცოდით, რომ მას შეეძლო ბევრი რამ გაეკეთებინა თამაშის დროს. მას თავისუფლად შეუძლია მრავალ პოზიციაზე თამაში. ამიტომაც გადაწყვიტა "ბლანკოსმა" მისი შეძენა. რას იტყვით ნური შანინზეი სამწუხაროდ ვარჯიშზე მან ტრავმა მიიღო, მაგრამ იმ ეპიზოდებში, როდესაც მას ბურთი ჰქონდა, შემიძლია ვთქვა, როგორი ფეხბურთელია ის. მას შეუძლია ალტერნატივა მოიტანოს მოედნის ცენტრში. ეს კი "რეალს" ნამდვილად სჭირდება. რას ნიშნავს თქვენთვის ეთამაშო ფეხბურთი აშშ-სი თუ ჩვენ შევძლებთ მივცეთ იმპულსი, რათა ქვეყანაში ფეხბურთი განვითარდეს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოვალეობა შესრულებულია. ახლანდელი ფეხბურთელები საუკეთესოები არიან ვისთანაც თქვენ გითამაშიათი რთულია შედარების გაკეთება ამ კითხვაზე. ჩვენ წინა სეზონშიც გვყვავდა არაჩვეულებრივი ფეხბურთელები, თუმცა, ყოველთვის უკეთესობისკენ მივიწევთ. ეხლა ჩვენ ყველაფერი გაგვაჩნია, რათა გამარჯვება მოვიპოვოთ. თუ შემდეგ სეზონს "რეალი" ვერ შეძლებს რაიმე ტიტულის მოპოვებას, იქნება თუ არა ეს კატასტროფული შედეგიი ჩვენი მოვალეობაა თამაშის პროგრესირება. რა თქმა უნდა შესანიშნავია, როდესაც კლუბი რაიმე ტიტულს მოიპოვებს, მაგრამ არ ღირს ამაზე ასე გადამეტებულად ფიქრი. რას იტყვით "რეალის" სატრანსფერო პოლიტიკაზეი გადაწყვეტილებას გუნდის ხელისუფლება იღებს. არაა ეს ჩვენი შესაფასებელი. ჩვენი მოვალეობაა მოედანზე თამაში. ყოველი შემთხვევისთვის ყოველივე ეს ტრანსფერი გუნდისთვის და მისი კეთილდღეობისთვის გაკეთდა. ავტორი - Pain.
თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.
ავტორი: nini_ninuci, თარიღი: 16-07-2011 12:32, კომენტარი: 1070, სიახლე: 2
ავტორი: Pain., თარიღი: 16-07-2011 15:07, კომენტარი: 416, სიახლე: 39
ავტორი: jinjo, თარიღი: 16-07-2011 16:08, კომენტარი: 5444, სიახლე: 0
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
|
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მეგობრები
მთვლელები
|
|
სიახლეები
|
მულტიმედია
|
ბლოგი
|
We Are MADRIDISTAs - We Are №1 | MADRIDISTA.GE! © 2010-2012
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE















