რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » ბენიტესი: "ვიცი, რამდენად რთულია კანტერანოსთვის პირველ გუნდში მოხვედრა"

ბენიტესი: "ვიცი, რამდენად რთულია კანტერანოსთვის პირველ გუნდში მოხვედრა"

3-06-2015, 19:02
ავტორი: ZZ
ნახვა: 1455
კომენტარი: 1
საბეჭდი ვერსია
ბენიტესი: "ვიცი, რამდენად რთულია კანტერანოსთვის პირველ გუნდში მოხვედრა"
რაფაელ ბენიტესის პირველი პრესკონფერენცია მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის რანგში...

"რეალთან" პირველ კონტაქტებზე

"მე და "ნაპოლის" პრეზიდენტმა პრესკონფერენცია გავმართეთ, სადაც ჩემი კლუბიდან წასვლის თაობაზე განცხადება გავაკეთეთ. ამის შემდეგ ძალიან მალე მადრიდის "რეალი" ჩემს აგენტს დაუკავშირდა, მაგრამ იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე სხვა საკითხებზე ფიქრი არ გვსურდა. "ნაპოლიში" გასამართ ბოლო მატჩზე ვიყავი კონცენტრირებული".

ემოციებზე

"ეს განსაკუთრებული დღეა, რომელშიც დიდი ემოციები და მოგონებები მეფობენ. ძალიან ვღელავ".

ახლო ამოცანებზე

"ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. მუდმივად მოტივირებული ვიქნები. ჩემს უკან დიდებული გუნდი და მსოფლიოში ყველაზე დიდი კლუბი დგას".

კასილასსა და მეკარის საკითხზე

"ჩემი გეგმაა დიდ კლუბში მუშაობით დავტკბე და თითოეული ფეხბურთელის თაობაზე აქცენტი ინდივიდუალურ საკითხებზე არ გავაკეთო. ჩემს განკარგულებაში დიდებული შემადგენლობა იქნება და ვეცდები მისი საუკეთესო შესაძლებლობები გამოვიყენო. დღეს ნამდვილად არ არის ის დღე, რომ ფეხბურთელთა კონტრაქტებზე ვისაუბროთ".

რა აკლია "რეალს" ბენიტესის ფილოსოფიისთვის?

"სატრანსფერო ბაზარზე მიმდინარე მოვლენებს მუდამ ყურადღებით ვაკვირდები. განსაკუთრებით მაშინ, თუ იმ ფეხბურთელებს ვეძებ, რომლებიც ჩემს სათამაშო სქემას მოერგებიან. ჩემმა გუნდმა თავისი შესაძლებლობები სრულად უნდა გამოავლინოს და მკაფიო წარმოდგენა ჰქონდეს იმაზე, თუ რისი გაკეთებაა საჭირო, განურჩევლად შერჩეული სათამაშო სქემისა. მსურს ჩემს განკარგულებაში ისეთი გუნდი იყოს, რომელიც უტევს, გოლები გააქვს და იმარჯვებს".

სპორტული დირექტორის ვაკანტურ პოზიციაზე

"ფეხბურთში უკვე მრავალი წელია ვმუშაობ და ბევრ სხვადასხვა სტრუქტურას გავეცანი. მადრიდის "რეალში" იმიტომ მოვედი, რომ მწვრთნელად ვიმუშავო და კლუბს გამოვადგე. "რეალს" დიდებული სტრუქტურა აქვს და ეს ის საკითხი არ არის, რომელიც შემაწუხებს".

ფეხბურთელების დამოკიდებულება ანჩელოტისადმი

"ფეხბურთელები სწორად მოიქცნენ, როცა კარლოსადმი სიყვარული გამოავლინეს და იმედი მაქვს, იმ დღეს, როცა კლუბის დატოვება მომიწევს, ისინი იგივეს გააკეთებენ. მე და კარლო ხშირად ვსაუბრობთ. ის ჩემს მეგობრად და დიდ პროფესიონალად მიმაჩნია, რომლითაც მოხიბლული ვარ".

რონალდუ ცენტრფორვარდი, ბეილი – მარცხენა ვინგერი

"ყველაფერი დამოკიდებული იქნება სქემაზე, რომელსაც ავირჩევთ. თუმცა, დღეს ჩვენი იდეები უნდა ავხსნა. ხალხი ამბობდა, რომ ჩემს მიერ გაწვრთნილი "ნაპოლი" დაცვით ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ ერთ სეზონში 104 გოლი გავიტანეთ. ხარისხიანმა გუნდებმა ყოველთვის შემტევი ფეხბურთი უნდა ითამაშონ და ეს "რეალსაც" ეხება".

თავისი მუშაობის მეთოდებზე

"მადრიდის "რეალში" ჩინებული შემადგენლობაა. შევინარჩუნებთ იმ მუშაობის მეთოდებს, რომელიც სამწვრთნელო შტაბს წინა წლებში ჰქონდა. დროის 80%–ს ბურთთან, 20%–ს უბურთოდ მუშაობას დავუთმობთ. სიტუაციას მკაცრად გავაკონტროლებთ, სტატისტიკას შევისწავლით, მაგრამ ამავდროულად, ფეხბურთელებსაც მოვუსმენთ. ეს ტიტულების მოგებაში დაგვეხმარება. სისტემურ დონეზე გარკვეული ასპექტები უნდა შევცვალოთ, მაგრამ დაცვაში თამაშისას ბალანსი უნდა ვიპოვნოთ, რათა წარმატებით შევუტიოთ".

კასილასზე

"როგორც უკვე ვთქვი, რაიმე კონკრეტულის თქმა არ მსურს. გუნდის ყველა ფეხბურთელი მაღალი დონისაა. მსგავსი თემების განხილვა არ გვჭირდება".

გასახდელში მყოფ ეგოისტებზე

"ყველაფრისთვის მზად ვარ, რადგან სხვადასხვა კლუბებში მიმუშავია. ჩემს ფეხბურთელებთან იდეების გაცვლა მიყვარს. არიან ფეხბურთელები, რომლებიც თვლიან, რომ სამწვრთნელო შტაბს უნდა დაუჯერონ. გუნდისთვი ყველას საუკეთესო გვსურს".

კანტერა

"მე თვითონ კლუბის აღზრდილი ვარ და ვიცი, რამდენად რთულია კანტერანოსთვის პირველ გუნდში მოხვედრა. ჩემი ამოცანა პირველ გუნდთან ერთად გამარჯვებების მოპოვებაა, მაგრამ აკადემიაში მიმდინარე მოვლენებსაც დავაკვირდები. ამ დღეებში ზიზუს ვესაუბრე. ის "კასტილიაში" მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციას მომაწვდის. თუ აკადემიაში სურვილი ექნებათ სხვადასხვა საკითხზე ჩემი მოსაზრება მოისმინონ, მათ სამსახურში ვარ".

დღევანდელ "რეალში" რა ასპექტებია დასამუშავებელი?

"ახლა რომ გითხრათ, ბოლო წლებში "რეალის" მატჩების უმეტესობა არ მინახავსთქო, დამიჯერებთ? ვცდილობ ევროპული ფეხბურთის ყველა გრანდს დავაკვირდე. მიმაჩნია, რომ უდიდესი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი გვყავს. ვეცდები ამ გუნდისგან ღირსეული თვისებები გამოვავლინო და ის გავაუმჯობესო".

მაღალ მოთხოვნებზე

""ლივერპულში" მითხრეს, რომ გუნდი სამ ტურნირზე მონაწილეობდა და ერთ–ერთი აუცილებლად უნდა მოგვეგო. აქ ყველაფერი სხვაგვარადაა. ჩვენ მცირე ადაპტაციის პროცესი გველოდება, მაგრამ თავიდანვე ყველა ტიტულისთვის უნდა ვიბრძოლოთ".

თავის სამწვრთნელო შტაბზე

"დღეს ყველა ჩემი დამხმარე აქ არის. ასისტენტები ფაბიო პეკია და ანტონიო გომესი იქნებიან. ხავი ვალერო მეკარეების მწვრთნელია, პაკო დე მიგელი – ფიტნეს–მწვრთნელი. პედრო კამპოსი სკაუტი იქნება. ყველა მათგანი პროფესიონალი და კარგი ადამიანია. მიუხედავად პრესაში გავრცელებული ჭორებისა, კლუბს არანაირი პრობლემა არ ჰქონია იმის თაობაზე, რომ ასისტენტები თავად შევარჩიე".

დე ხეაზე

"მადრიდში დიდებული გუნდია შეკრებილი და სხვა ადამიანებზე საუბარს არ ვაპირებ. პირველ რიგში, არსებული შემადგენლობის მუშაობის დონე უნდა შეფასდეს, შემდეგ კი ტრანსფერებზე ვიფიქროთ".

გაყიდის "ლივერპული" რაჰიმ სტერლინგს?

"რაჰიმ სტერლინგს ყველანი კარგად ვიცნობთ. თუმცა, ის "რეალის" ფეხბურთელი არ არის. ამიტომ, მის შესახებ გავრცელებულ ჭორებზე ვერ ვისაუბრებ. ამ წესს ყოველთვის პატივს ვცემდი".

ლა ლიგის ამოცანებზე

"გუნდის ხარისხი მოითხოვს სეზონის ბოლოს ყველა ტიტულის მოგების შანსი გვქონდეს. მადრიდის "რეალმა" თითოეული მატჩი უნდა მოიგოს. ზოგჯერ რეგულარულად იმარჯვებ, მაგრამ მოგებათა სერიები ხშირად წყდება. მიუხედავად ამისა, ჩვენი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ პირველივე მატჩი გამარჯვებით დავიწყოთ".
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.
კომენტარები (1)
Offline Offline zura7 3 ივნისი 2015 19:19
Sagol rafa vnaxot!!! Am sityvebit chems imedebs ufro amartleeb..
          1

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.