MADRIDISTA.GE

Real Madrid News

კრიშტიანუ რონალდუს საუკეთესო ასისტენტები წლევანდელ სეზონში

კატეგორია: სიახლეები თარიღი: 31-03-2016, 03:28
კრიშტიანუ რონალდუს საუკეთესო ასისტენტები წლევანდელ სეზონში

2015/16 წლების სეზონში კრიშტიანუ რონალდუმ თანაგუნდელებისგან 29 საგოლე გადაცემა მიიღო. პორტუგალიელის საუკეთესო ასისტენტი კი ლუკას ვასკესი გახლავთ, რომელიც კრიშტიანუს გოლის გატანაში 5-ჯერ დაეხმარა...

წლევანდელ სეზონში ლუკასმა 23 მატჩში (1059 წუთი) მიიღო მონაწილეობა და ყველა ტურნირის ჩათვლით 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აქედან 5 ასისტი რონალდუს გაუკეთა. გარდა ამისა, ვასკესი "რეალის" საუკეთესო ასისტენტთა ჩამონათვალში ხამესთან ერთად მეხუთე პოზიციას იკავებს. ის მხოლოდ რონალდუს (13), ბეილს (12), ისკოს (12) და კროოსს (9) ჩამორჩება.

ლუკასის შემდეგ, რონალდუს საუკეთესო ასისტენტები გარეთ ბეილი და მარსელო არიან. უელსელმა და ბრაზილიელმა პორტუგალიელს 4-4 საგოლე გადაცემა გაუკეთეს. შემდეგ მოდიან ისკო (3), ტონი კროოსი (3), ბენზემა (2), ხესე (2), ლუკა მოდრიჩი (1), ხამესი (1), დანი კარვახალი (1) და სერხიო რამოსი (1).

საინტერესოა რონალდუ-ბენზემას დუეტის აღნიშვნაც. გასულ წლებში პორტუგალიელს ყველაზე მეტ საგოლე გადაცემას ფრანგი უკეთებდა. თუმცა, წელს მათ როლები შეცვალეს. კრიშტიანუმ ქარიმს 4 საგოლე გადაცემა გაუკეთა, ქარიმმა კი კრიშტიანუს მხოლოდ 2.

კარვახალი BBC-ს ტრიოს თითო ასისტით დაეხმარა

ესპანელმა მცველმა კრიშტიანუ რონალდუს, გარეთ ბეილსა და ქარიმ ბენზემას თითო საგოლე გადაცემა გაუკეთა......

რონალდუ გუნდის საუკეთესო ასისტენტია

წლევანდელ სეზონში პორტუგალიელის აქტივში 8 საგოლე გადაცემაა......

ხამეს როდრიგესი - 10 საგოლე გადაცემა 2015 წელს

ლა ლიგის 2015/16 წლების სეზონში მადრიდის "რეალის" მიერ გატანილი პირველი გოლი სწორედ ხამეს როდრიგესის ასისტით გავიდა. კოლუმბიელი ვარსკვლავის შედეგიანი გადაცემით გარეთ ბეილმა იხეირა. ხამესისთვის ეს საგოლე გადაცემა 2015 წელს მე-10...

რონალდუ – "რეალის" საუკეთესო ასისტენტი

"სამეფო კლუბში" გადაბარგების დღიდან კრიშტიანუ რონალდუს ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა აქვს......

რონალდუმ რეკორდული რაოდენობის საგოლე პასი გააკეთა

პორტუგალიელმა ლა ლიგაში თავისი რეკორდი დაამხო და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

17.02.2019 15:00


1 - 2

13.02.2018 00:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 17 48 19 37
2 ატლეტიკო 17 25 12 34
3 სევილია 17 30 17 32
4 ალავესი 18 21 18 31
5 რეალი 17 26 21 30
6 ბეტისი 18 21 21 26




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.