MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ზიდანი: "შანსები ლა ლიგაში? ახლა ჩემპიონთა ლიგის მატჩია მნიშვნელოვანი"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ლა ლიგა თარიღი: 3-04-2016, 14:53
ზიდანი: "შანსები ლა ლიგაში? ახლა ჩემპიონთა ლიგის მატჩია მნიშვნელოვანი"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 31-ე ტურში "ბარსელონასთან" (1:2) გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

"ჩემი თითოეული ფეხბურთელით ძალიან კმაყოფილი ვარ. მატჩის დასაწყისი იოლი არ ყოფილა, მაგრამ მოედანს ჩვენი გუნდისა და ფანების გამო გახარებული ვტოვებ, რადგან "ნოუ კამპზე" გამარჯვება არცთუ ისე იოლია. მაქსიმალურად დავიხარჯეთ. კმაყოფილი ვარ როგორც დაცვის, ასევე შეტევის თამაშით".

"არაფერია იმაზე უკეთესი, როცა ერთ მუშტად შეკრულ გუნდს ვხედავ, რომელშიც თითოეული თავისი პატრნიორისა და მწვრთნელისთვის იბრძვის. მატჩის წინ ვიცოდით, რომ თავდაუზოგავად უნდა გვემუშავა და კარგად მომზადებული ვყოფილიყავით. კარგი მატჩი ჩავატარეთ და სამი ქულა მოვიპოვეთ. ახლა უნდა დავისვენოთ, შემდეგ კი "ვოლფსბურგთან" მატჩზე ფიქრი დავიწყოთ, რადგან დაწყებულის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია".


მატჩის მეორე ნახევარი

"საბოლოო ჯამში, ფეხბურთში გვაქვს როგორც კარგი, ისე ცუდი მონაკვეთები. მატჩის დასაწყისი იდეალური არ ყოფილა, მაგრამ უკეთესია სირთულეები შეხვედრის საწყის წუთებში იგრძნო, ბოლოს კი ძლიერად ათამაშდე, როგორც ჩვენ გავაკეთეთ".

ლა ლიგაში ბრძოლა

"კონკურენტს შვიდი ქულით ჩამოვრჩებით და ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ მატჩზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება. ამის შემდეგ კი ლა ლიგაში მორიგ სამ ქულაზე ვიფიქრებთ".

ფორმა

"იგივე შემართებით თამაშს ვაგრძელებთ. "სანტიაგო ბერნაბეუზე" "სევილიასთან" მატჩი ცუდად არ ჩაგვიტარებია და სეზონის დასკვნითი ნაწილისთვის მზადებას ვაგრძელებთ. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემპიონთა ლიგა და ამ მიმართულებით პროგრესირება გვსურს. ამ ტურნირზე გამარჯვება რთულია და ამის გაკეთება ბევრ გუნდს არ შეუძლია. ვიმეორებ, ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების გამო გახარებული ვარ".

"წინ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ. პირველ რიგში, "ატლეტიკოს" უნდა გადავუსწროთ, ეს კი ასეთი ადვილი არ არის. შემდეგ კი ვნახავთ, რა მოხდება. წინ კიდევ რამდენიმე მატჩია. ბარსელონაში გამარჯვება ფეხბურთელებისთვის უდიდესი ჯილდოა. მათ უმაღლესი დონის ფეხბურთი ითამაშეს".

საბრძოლო შემართების ამაღლება

"მართალია, რომ გამარჯვებამ გუნდზე დადებითი ზეგავლენა მოახდინა. ამ მიზეზით აქ გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, რაც სეზონზეც აისახება და პირველ რიგში, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გერმანიაში გასამართ მატჩზე. ახლა მსურს ფეხბურთელებმა კარგად დაისვენონ, რადგან მომდევნო მატჩამდე არცთუ ისე დიდი დრო დარჩა".

კარგი ფიზიკური მომზადება

"როცა შეხვედრაში ანგარიშს ათანაბრებ, ეს ფიზიკური თვალსაზრისით ძალებს გმატებს. მატჩი საკმაოდ ძლიერად დავასრულეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დასვენება აუცილებელია. სეზონის დასკვნით ეტაპს ასეთ სტილში დავასრულებთ".

გარეთ ბეილის არჩათვლილი გოლი

"ამ სტადიონზე გამარჯვებას არცთუ ისე ბევრი გუნდი აღწევს. ვფიქრობ, ბეილის გოლი უნდა ჩათვლილიყო, მიუხედავად იმისა, რომ გოლის მომენტი არ დამინახავს".

კაზემირო

"მან სხვა ფეხბურთელების მსგავსად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. კონკრეტულად ვერავის გამოვარჩევ. ფეხბურთელები, რომლებსაც გოლი გააქვთ, მუდამ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ, რაც გარკვეული ბონუსია. მიუხედავად ამისა, დაცვითი თვალსაზრისით შესანიშნავად ვითამაშეთ იმ ფეხბურთელების წინააღმდეგ, რომლებსაც პრობლემების შესაქმნელად დიდი სივრცე არ სჭირდებათ. ეს კარგად გავაკონტროლეთ".

ზიდანი: "შესანიშნავად ვითამაშეთ და გავიმარჯვეთ"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 27-ე ტურში "ლევანტესთან" (1:3) მოპოვებული გასვლითი გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ლა ლიგის მოგება რთული იქნება, მაგრამ ჩვენ არ დავნებდებით"

ზინედინ ზიდანმა "მალაგასთან" (1:1) ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ჯერ არაფერია გადაწყვეტილი"

ზინედინ ზიდანი "რომასთან" (0:2) მატჩის შემდეგ......

ზიდანი: "ნეიმარის შესახებ გავრცელებული ჭორები არ მაინტერესებს"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 22-ე ტურში "ესპანიოლთან" გასამართი საშინაო დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.11.2018 16:00


2 - 4

11.11.2018 23:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 12 34 18 24
2 სევილია 12 24 14 23
3 ატლეტიკო 12 16 8 23
4 ალავესი 12 17 12 23/td>
5 ალავესი 12 16 10 21
6 რეალი 12 20 16 20




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.