ბეილი: "ლა ლიგის მოგების შანსი ისევ გვაქვს"

გარეთ ბეილმა "იუვენტუსთან" (1:1) ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა...
"ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა და ტიტულის მოგება გვსურდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ამის გაკეთებას მომდევნო სეზონში შევეცდებით".
"ყოველთვის ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანოთ, მაგრამ დღეს ეს ვერ შევძელით. "იუვენტუსმა" კარგად იასპარეზა".
"ლა ლიგის მოგების შანსი ისევ გვაქვს და მანამ ვიბრძოლებთ, სანამ ამის მათემატიკური შანსი გვაქვს. ეს ყველაფერია, რისი გაკეთებაც ახლა შეგვიძლია" – განაცხადა ბეილმა.
კომენტარი 1
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.