რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » კროოსი: "სამშაბათს უნდა დავამტკიცოთ, რომ საუკეთესოები ვართ"

კროოსი: "სამშაბათს უნდა დავამტკიცოთ, რომ საუკეთესოები ვართ"

11-04-2016, 02:13
ავტორი: ZZ
ნახვა: 655
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
კროოსი: "სამშაბათს უნდა დავამტკიცოთ, რომ საუკეთესოები ვართ"
ტონი კროოსმა "ვოლფსბურგთან" გასამართი საპასუხო მატჩის წინ კლუბის სპონსორ Bwin-ს ინტერვიუ მისცა...

გულშემატკივართა მხარდაჭერა

"ვიმედოვნებ, გულშემატკივრებისგან სრული მხარდაჭერა გვექნება და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ჩვენი სურვილია საშინაო მატჩი ჩვენთვის უპირატესობა იყოს და ამისათვის გულშემატკივრები გვჭირდება. თუმცა, ყველაზე მეტად იმის იმედი მაქვს, რომ ქომაგებს ნახევარფინალს ვაჩუქებთ. ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ".

წინასამატჩო გეგმა

"უპირატესობის მოსაპოვებლად სწრაფი გოლის გატანა გვჭირდება. არ გვსურს პირველი ტაიმი 0:0 დასრულდეს. შეტევაში უნდა ვითამაშოთ, მაგრამ დაცვაც არ უნდა დავივიწყოთ, რადგან კონტრშეტევაზე შესაძლოა კიდევ ერთი გოლი გავუშვათ. სამშაბათის მატჩი აუცილებლად კარგად უნდა ჩავატაროთ და ერთ მუშტად შეკრულები ვიყოთ. მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ".

BBC

"მატჩში ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ჩვენ მატჩის კონტროლი, მოედნის ცენტრში კარგად თამაში და სახიფათო მომენტების შექმნა გვსურს. ვოლფსბურგში კარგი თამაში მხოლოდ მატჩის დაწყებიდან ნახევარი საათის შემდეგ ვაჩვენეთ, ხოლო მადრიდში მთელი შეხვედრის განმავლობაში სახიფათო მომენტები შევქმნათ და გოლები გავიტანოთ, რაც სრულიად ბუნებრივია".

საფრთხე "ვოლფსბურგის" მხრიდან

""ვოლფსბურგი" ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული გუნდი არ არის. ვფიქრობ, პირველ მატჩში საკმაოდ ბევრი სახიფათო ფეხბურთელი იყო. მაგალითად, იულიან დრაქსლერი შესანიშნავი ფეხბურთელია და ეს აქამდეც ვიცოდით, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მთავარია თავი ერთობლივად დავიცვათ. მოედანზე საუკეთესო გუნდი უნდა ვიყოთ, დავამტკიცოთ, რომ საუკეთესოები ვართ".

კარის მშრალად შენახვა

"რა თქმა უნდა, კარი მშრალად უნდა შევინახოთ, რადგან თუ გოლი გავუშვით, ნახევარფინალში გასასვლელად ოთხი გოლი გვექნება გასატანი და ამის გაკეთება არცთუ ისე მარტივია. პირველი სახიფათო მომენტების შემდეგ, "ვოლფსბურგმა" დაცვაში შესანიშნავად და კომპაქტურად თამაში დაიწყო. ისინი მათ კართან მიახლოვების საშუალებას არ გვაძლევდნენ. ამიტომ, კარგად კომბინირება, მომენტების შექმნა და კარის მშრალად შენახვა ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი გვაქვს, რომ კეილორი არცერთ გოლს არ გაუშვებს და ყველა შემტევი ფეხბურთელი მოწოდების სიმაღლეზე იქნება".

გოლი "ვოლფსბურგის" კარში

"ვერაფერს დაგპირდებით, მაგრამ რა თქმა უნდა, გოლის გატანა კარგი იქნებოდა. ეს მნიშვნელოვანი მატჩია, სადაც გოლები გვჭირდება. არ ვიცით, ვინ გაიტანს, მაგრამ ეს არცთუ ისე მნიშვნელოვანია".
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.