MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ზიდანი: ""ბარსელონაზე" საუბარი არ მსურს. მათ ახლა რთული პერიოდი აქვთ"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ლა ლიგა თარიღი: 16-04-2016, 00:28
ზიდანი: ""ბარსელონაზე" საუბარი არ მსურს. მათ ახლა რთული პერიოდი აქვთ"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 33-ე ტურში "ხეტაფესთან" გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...

კრიტიკა

"ჩვენ უნდა ვიმუშავოთ და მაქსიმალურად დავიხარჯოთ, რათა მატჩები მოვიგოთ. კრიტიკა დიდად არ მაღელვებს. ის მაშინ ჩნდება, როცა ვმარცხდებით".

კენჭისყრა

"ეს ნახევარფინალია. ამიტომ, მატჩი ძალიან, ძალიან რთული იქნება. ერთადერთი პოზიტიური მომენტი ის არის, რომ საპასუხო მატჩს შინ ჩავატარებთ".

"ხეტაფესთან" მატჩი

"არ ვიცი, შევძლებთ თუ არა ლა ლიგის მოგებას, თუ დარჩენილ შეხვედრებში გავიმარჯვებთ. ამ დროისათვის მესამე ადგილზე ვართ და ჯერ "ატლეტიკოს" უნდა გადავუსწროთ, რომელიც მეორე ადგილს იკავებს. "ხეტაფესთან" გასამართი მატჩი სულაც არ მომწონს, რადგან ყველა ფიქრობს, რომ ისინი იოლად უნდა დავამარცხოთ, მაგრამ იმ გუნდის წინააღმდეგ თამაში მოგვიწევს, რომლისთვისაც სასწორზე ბევრი რამ დევს. მათ რიგებში მწვრთნელი შეიცვალა, რომელსაც კარგად ვიცნობ და ეს რთული დაპირისპირება იქნება. როცა ვამბობ, რომ მატჩი არ მომწონს, ვგულისხმობ იმას, რომ სიტუაცია არ მომწონს. არ მომწონს იმ გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომელიც თითქმის ბოლო ადგილზეა და მწვრთნელი ახლახანს შეცვალა. ჩემმა ფეხბურთელებმა კარგად იციან, რა დევს სასწორზე. ჩვენ ლიდერთან ჩამორჩენა 13-დან 4 ქულამდე შევამცირეთ და ახლა მოდუნების დრო არ არის, მაგრამ მატჩის ირგვლივ გამეფებული ატმოსფერო არ მომწონს".

ბენზემას მოკვეთა საფრანგეთის ნაკრებიდან

"მას ვესაუბრე. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას კომენტარს არ გავუკეთებ, მაგრამ ფეხბურთელი იმედგაცრუებულია, რადგან ტურნირზე ასპარეზობის სურვილი ჰქონდა. ქარიმს ნაკრებისთვის ბევრი სარგებლის მოტანა შეეძლო, რადგან შესანიშნავი ფეხბურთელია. მას ნდობა უნდა გამოვუცხადო, რათა ასეთივე დონეზე თამაში გააგრძელოს. კომენტარს არ გავუკეთებ იმას, სამართლიანია თუ არა ეს გადაწყვეტილება".

ჩიკი ბეგირისტაინის ("სიტის" სპორტული დირექტორი) კომენტარი იმის შესახებ, რომ "რეალი" ფავორიტია

"ამას ყოველთვის ამბობენ და ეს არ გვაღელვებს. კარგად ვიცით, რამდენად რთულია "სიტის" წინააღმდეგ თამაში და მატჩებისთვის მოვემზადებით".

"რეალის" იოლი მეტოქეები

"ამას არ ვეთანხმები. ყველა ამბობდა, რომ "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ იოლი გასეირნება გველოდა, მაგრამ ყველამ ნახეთ, რაც მოხდა".

"ხეტაფესთან" გამარჯვების შემთხვევაში ლიდერთან ჩამორჩენა ერთი ქულა იქნება

"როგორც ყოველთვის, მშვიდად დავიძინებ. შეგვიძლია სხვაობა შევამციროთ, რადგან პირველები ვთამაშობთ, მაგრამ უნდა დაველოდოთ, როგორ იასპარეზებენ კონკურენტები. ჯერ ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ჩვენს ამოცანას და ვიფიქროთ, რომ მატჩი რთული იქნება".

როტაციები

""ხეტაფესთან" მატჩისთვის შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება იქნება".

სათამაშო პრაქტიკის აუცილებლობა ევროპის ჩემპიონატის წინ

"არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებლად სათამაშო პრაქტიკა ესაჭიროებათ, მაგრამ როცა შემადგენლობას ვარჩევ, ამაზე არ ვფიქრობ. ვცდილობ მატჩისთვის საუკეთესო შემადგენლობა შევარჩიო".

ანტუან გრიზმანი

"ის შესანიშნავ სეზონს ატარებს და ეს საფრანგეთის ნაკრებს ძალიან წაადგება. ყველამ იცის, რომ ევროპის ჩემპიონატი მნიშვნელოვანია და ეს მხოლოდ ამხანაგური მატჩები არ არის. თითოეულ ფეხბურთელს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია და ფინალში გასვლა არცთუ ისე მარტივია. რა თქმა უნდა, საფრანგეთის ნაკრებს ვუქომაგებ და ვიმედოვნებ, ნაკრებს და გრიზმანს ყველაფერი გამოუვათ".

"ბარსელონას" ჩავარდნა

"იმისათვის, რომ რაიმეს მივაღწიოთ, სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფმა გუნდებმა ქულები უნდა დაკარგონ, მაგრამ მე მხოლოდ იმაზე გესაუბრებით, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. გუნდი კარგ ფიზიკურ კონდიციებშია და ვუმჯობესდებით, როცა სასწორზე ბევრი რამ დევს. გუნდის მუშაობით კმაყოფილი ვარ და თუ რაიმეს მოგებას მოვახერხებთ, ეს მხოლოდ ერთობლივი მუშაობის ხარჯზე მოხდება".

"საბოლოოდ გამარჯვებას ერთი გუნდი აღწევს და არ მსურს კომენტარი გავუკეთო იმას, თუ რა ხდება "ბარსელონაში". მათ რთული პერიოდი აქვთ. სხვა გუნდის ჩავარდნა არ მაინტერესებს. მე ჩემი ფეხბურთელების წარმატებით ვინტერესდები. არ უნდა მოვდუნდეთ და ბრძოლა გავაგრძელოთ".

კრიშტიანუ რონალდუ

"კრიშტიანუ ყოველთვის ასეთ დონეზე იყო. ზოგჯერ მას გოლების გატანა არ გამოსდის, მაგრამ ადამიანები არ უნდა შეწუხდნენ, რადგან ის ყოველთვის გაიტანს. რონალდუ კმაყოფილი და ბედნიერია. ეს მას სახეზე ეტყობა. ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ფეხბურთელები კმაყოფილები იყვნენ. ხვალ კრიშტიანუ ითამაშებს".

ზიდანი: "რევანში 0:4-ის გამო? ფეხბურთელებმა იციან, რა მოხდა იმ მატჩში"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 31-ე ტურში "ბარსელონასთან" გასამართი გასვლითი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ბენზემა ფეხბურთზეა კონცენტრირებული"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 30-ე ტურში "სევილიასთან" გასამართი საშინაო დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "რონალდუს გაყიდვის წინააღმდეგი ვარ"

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "რომასთან" გასამართი საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ჯერ არაფერია გადაწყვეტილი"

ზინედინ ზიდანი "რომასთან" (0:2) მატჩის შემდეგ......

ზიდანი: "ნეიმარის შესახებ გავრცელებული ჭორები არ მაინტერესებს"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 22-ე ტურში "ესპანიოლთან" გასამართი საშინაო დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.02.2019 23:45


1 - 2

17.02.2019 15:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 17 48 19 37
2 ატლეტიკო 17 25 12 34
3 სევილია 17 30 17 32
4 ალავესი 18 21 18 31
5 რეალი 17 26 21 30
6 ბეტისი 18 21 21 26




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.