"იუვენტუსი" მორატას "რეალში" დაბრუნებას არ გეგმავს

"იუვენტუსი" მორატას "რეალში" დაბრუნებას არ გეგმავს

ტურინის "იუვენტუსის" გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ განაცხადა, რომ კლუბი ალვარო მორატას შენარჩუნებას შეეცდება...

"რეალის" 22 წლის აღზრდილი "იუვენტუსში" 2014 წლის ივლისში გადაბარგდა და ტურინელებთან 5–წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მადრიდულ გრანდს ესპანელი ფორვარდის გამოსყიდვა შეუძლია. მორატამ "სამეფო კლუბს" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის ორივე მატჩში გაუტანა და გუნდი ფინალში გაიყვანა.

"სამწუხაროდ, სხვა პირობებზე ვერ შევთანხმდით. მორატამ ორივე მატჩში გაიტანა. ის გუნდი დასაჯა, საიდანაც ჩვენთან გადმობარგდა. მისი თამაშისგან სიამოვნებას ვიღებთ, მაგრამ მომავალში ყველაფერი მასზე იქნება დამოკიდებული. ალვარომ ერთხელ უკვე თქვა, რომ ჩვენთან დარჩენა სურს. ასეთ შემთხვევაში ვეცდებით გამოსყიდვის უფლება გავაუქმოთ" – განაცხადა მაროტამ.

კომენტარი 1

Офлайн
Baghi 14 მაი 2015 17:43
კაი კაცი ხარ მორატა!მაგრად არ მომეწონა გუშინ გულშემატკივრებმა რო დაუსტვინეს,არცერთი გოლი არ აღნიშნა კაცმა და არ იყო სტვენის ღირსი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.