MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ზიდანი: "ლიდერს ერთი ქულით ჩამოვრჩებით და ეს არის მთავარი"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ლა ლიგა თარიღი: 17-04-2016, 00:31
ზიდანი: "ლიდერს ერთი ქულით ჩამოვრჩებით და ეს არის მთავარი"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 33-ე ტურში "ხეტაფესთან" (1:5) მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

ლა ლიგა

"ჩვენს სამუშაოს ვასრულებთ. ლა ლიგა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმ ფაქტს, რომ ლიდერს მხოლოდ ერთი ქულით ჩამოვრჩებით, დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, ყველაზე მთავარი მუშაობის გაგრძელებაა. მოვლენების დაჩქარება არ ღირს. თითოეული მატჩისთვის სრული მონდომებით ვემზადებით. მატჩის წინ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ყურადღებით ყოფილიყვნენ და არ მოდუნებულიყვნენ. მათ ისე ითამაშეს, როგორც მოეთხოვებოდათ".

ისკო და ხამესი

"დღეს მათი თამაში ძალიან მომეწონა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როცა მათ თამაშის შანსი ეძლევათ, ამას დიდებულად იყენებენ. ძალიან მიხარია, რომ ორივე მათგანმა გოლის გატანა მოახერხა".

კოვაჩიჩის სიტუაცია

"არის ცვლილებები, რომლებიც წინასწარ უნდა მოვამზადო. დღეს კოვაჩიჩი მოედანზე არ გამოჩენილა, მაგრამ ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მას სათამაშო დრო აუცილებლად ექნება".

სეზონი

"ახლა, როცა სეზონის დასასრული ახლოვდება, ყველაფერი უფრო გამარტივდა. გუნდის მუშაობით კმაყოფილი ვარ. დღეს ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ. მეტოქეს ყოველთვის სრული სერიოზულობით უნდა მოეკიდო. ახლა დავისვენებთ და "ვილიარეალთან" გასამართი მატჩისთვის მოვემზადებით, რომელსაც ოთხშაბათს დავუპირისპირდებით. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. ჯერჯერობით არაფერი მოგვიგია. არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ დავეწიოთ "ატლეტიკოსა" და "ბარსელონას". მხოლოდ ჩვენი შეხვედრები მოვიგოთ".

ფიზიკური ფორმა

"მასზე კიდევ ვიმუშავებდი, მაგრამ ჩვენი სამკვირიანი მუშაობა უკვე შედეგს იძლევა. ჩვენი ფეხბურთელების მუშაობით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ვიმეორებ, ჯერ არაფერი მოგვიგია".

დასვენება კრიშტიანუსთვის

"ამის საჭიროება არ ყოფილა. მე ბენზემა და ბეილი შევცვალე. ალბათ, შემდეგში კრიშტიანუს ჯერიც დადგება. დღეს რონალდუმ უბრალოდ დიდებულად იასპარეზა და მორიგი გოლიც გაიტანა".

რომელი ტურნირია პრიორიტეტული: ჩემპიონთა ლიგა თუ ლა ლიგა?

"არასდროს მიფიქრია იმაზე, რომ ჩემპიონთა ლიგის გამო ლა ლიგისთვის უარი მეთქვა. ორივე ტურნირზე ბოლომდე ვიბრძოლებთ".

კონკურენტებთან უპირატესობა ფიზიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით

"ყველაფრის თქმა შეიძლება, მაგრამ ჯერჯერობით ისინი კვლავ გვისწრებენ. თუმცა, სრულ მწყობრში ვართ და ბოლომდე ვიბრძოლებთ".

კეილორ ნავასი

"ის, რასაც კეილორი აკეთებს, იგივეა, რასაც კრიშტიანუ და სხვა დანარჩენი ფეხბურთელები აკეთებენ. ნავასი აქ თავს კომფორტულად გრძნობს და გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურაა. კეილორი დიდებული მეკარეა, თავისი საქმის ოსტატი".

ქარიმ ბენზემა

"მას შემდეგ, რაც ქარიმი ევროპის ჩემპიონატს მიღმა დარჩა, მისი ცხოვრება სრულიად "რეალს" ეკუთვნის. ბენზემა თანაგუნდელებს ძალიან კარგად ეხმარება. ის პროფესიონალია. ძალიან მომწონს, რომ მუდამ კონცენტრირებულია".
Baghi 17 აპრილი 2016 14:48


ოფიციალურია ეს ინფორმაციაა?

ზიდანი: "შანსები ლა ლიგაში? ახლა ჩემპიონთა ლიგის მატჩია მნიშვნელოვანი"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 31-ე ტურში "ბარსელონასთან" (1:2) გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. ეს მატჩი სულ სხვაგვარად წარმომედგინა"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 26-ე ტურში "ატლეტიკოსთან" (0:1) დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ლა ლიგის მოგება რთული იქნება, მაგრამ ჩვენ არ დავნებდებით"

ზინედინ ზიდანმა "მალაგასთან" (1:1) ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

რაფა ბენიტესი: ""ვილიარეალი" ძლიერი მეტოქეა, მაგრამ სამი ქულის მოპოვება გვსურს"

რაფა ბენიტესი ლა ლიგის მე-15 ტურში "ვილიარეალთან" გასამართი გასვლითი მატჩის წინ......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.11.2018 16:00


2 - 4

11.11.2018 23:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 12 34 18 24
2 სევილია 12 24 14 23
3 ატლეტიკო 12 16 8 23
4 ალავესი 12 17 12 23/td>
5 ალავესი 12 16 10 21
6 რეალი 12 20 16 20




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.