MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ზიდანი: "ლა ლიგის მოსაგებად ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ლა ლიგა თარიღი: 20-04-2016, 00:53
ზიდანი: "ლა ლიგის მოსაგებად ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 34-ე ტურში "ვილიარეალთან" გასამართი საშინაო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...

""ვილიარეალი" ძლიერი გუნდია. დენის სუარესი ძალიან კარგი ფეხბურთელაი. ვიცით, რომ ამ გუნდის წინააღმდეგ დაცვაში თამაში რთულია და შეტევაშიც პრობლემებს შეგვიქმნიან. როგორც ყოველთვის, გულშემატკივრები დიდი უპირატესობაა. მათ იციან, რომ ყოველ მატჩში მათთვის ვიბრძვით".

"ოქროს დუბლის" შანსი

"ჯერჯერობით არაფერი მოგვიგია. დიახ, ახლა კარგ პოზიციაზე ვართ, მაგრამ არაფრისთვის მიგვიღწევია. ლა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია, მაგრამ ჯერჯერობით ეს არაფერს ნიშნავს. ბოლო წუთებამდე უნდა ვიბრძოლოთ და კონცენტრირებულები ვიყოთ".

"ორი ტიტულის მოგება შეგვიძლია და ამასთან ახლოს ვართ, მაგრამ ეს ჯერ არაფერს ნიშნავს. ბოლო წუთებამდე ბრძოლა გვსურს. ვიმუშავებთ. ეს ერთადერთი რამ არის, რაც წარმატების გარანტიას გვაძლევს".


სეზონი

"ფეხბურთელები ყველაფერს აკეთებენ, რაც მოეთხოვებათ. "რეალში" სხვაგვარად ვერ მუშაობენ. იმისათვის, რომ სეზონის ბოლოს წარმატებას მიაღწიო, ყოველდღიურად მაქსიმალურად უნდა დაიხარჯო. კვირიდან კვირამდე ჩემი ფეხბურთელები უფრო და უფრო მეტს მუშაობენ. ეს კარგია".

ლა ლიგა

"არ ვიცი, რომელ მომენტში ვირწმუნეთ, რომ პრიმერას მოგება კვლავ შეგვიძლია. მართალია, პირდაპირ კონკურენტ "ატლეტიკოსთან" დავმარცხდით. თუმცა, როგორც ფეხბურთელმა ვიცი, რომ ასეთი მარცხის შემდეგ ბევრი ფიქრობს, რომ გუნდს ცუდი სერია დაეწყება. მაშინ ვთქვი, რომ ჩემპიონატი წაგებული იყო, მაგრამ სულის სიღრმეში ვიცოდი, რომ შანსები გვქონდა".

"ვარჯიშებზე ფეხბურთელების ურთიერთობას ვხედავ. მათ გამარჯვება სურთ. ვიცი ეს გრძნობა, რადგან ფეხბურთი მითამაშია. როცა ფეხბურთელები ბევრ მუშაობენ, უფრო კონცენტრირებულები ხდებიან. მათ იციან, რომ ყოველდღიურად უნდა განვითარდნენ".


"ატლეტიკო" და "ბარსელონა"

"ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ისინი ერთი ქულით გვისწრებენ. ამ ეტაპზე "ატლეტიკო" უფრო სერიოზული მეტოქეა. მათ ყველა დარჩენილი მატჩის მოგება შეუძლიათ. თუმცა, ჩემი აზრით, ფავორიტი არ არსებობს. ჩემპიონობისთვის სამი გუნდი იბრძვის".

"ბარსელონას" პრობლემები

"ყოველ გუნდს თავისი პრობლემა აქვს. ისინი სატურნირო ცხრილში კვლავ ლიდერები არიან, ჩვენ კი ჩვენი სამუშაო უნდა გავაგრძელოთ. თუ ჩვენს მსგავსად, ისინიც ყველა მატჩს მოიგებენ, ტიტული "ბარსელონას" დარჩება. ამიტომ, ისღა დაგვრჩენია, ყოველ ტურში გავიმარჯვოთ".

გარეთ ბეილის მდგომარეობა

"ბეილი ხვალინდელ მატჩს გამოტოვებს. ექიმი არ ვარ, მაგრამ სავარაუდოდ ის გადაღლილია. გარეთს ზურგზე ტკივილები აწუხებდა. ვიმედოვნებ, ის "რაიოსთან" თამაშს შეძლებს".

"მას დიდი მომავალი აქვს, მე კი მასთან კარგი ურთიერთობა მაკავშირებს. გარეთი ურთიერთობაში ძალიან უბრალოა და ესპანურს დღითიდღე აუმჯობესებს. ის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს კარგად იცის. თუმცა, მას განვითარება ისევ შეუძლია".

დანი კარვახალი

"დანის მდგომარეობას ყოველდღიურად ვაკვირდებით. ის ხვალ ვერ ითამაშებს. მეტს ვერაფერს გეტყვით".

ლიდერები

"გუნდში ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვყავს. მათ მუნდიალსა და ევროპის ჩემპიონატებზე თამაშის გამოცდილება აქვთ. ვერავის გამოვარჩევ. როგორც მწვრთნელი, მოხარული ვარ, რომ გუნდში ასეთი პიროვნებები მყავს".

ზიდანი: "ფეხბურთელებმა იციან, რა ელოდებათ"

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ვოლფსბურგთან" გასამართი საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "რონალდუს გაყიდვის წინააღმდეგი ვარ"

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "რომასთან" გასამართი საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ჩემი მთავარი ამოცანა გუნდთან ერთად წინსვლაა"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 27-ე ტურში "ლევანტესთან" გასამართი გასვლითი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "სეზონი მადრიდული დერბით არ მთავრდება"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 26-ე ტურში მადრიდის "ატლეტიკოსთან" გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ბენიტესი: "ბენზემას "რეალიდან" წასვლის მიზეზს ვერ ვხედავ"

რაფა ბენიტესი "ტოტენჰემთან" გასამართი ამხანაგური მატჩის წინ......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.02.2019 23:45


1 - 2

17.02.2019 15:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 17 48 19 37
2 ატლეტიკო 17 25 12 34
3 სევილია 17 30 17 32
4 ალავესი 18 21 18 31
5 რეალი 17 26 21 30
6 ბეტისი 18 21 21 26




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.