|
სარაბია ჟოზე მოურინიოს მადლობელია
"ხეტაფეს" ახალწვეული მადლობას უხდის "თეთრებს", ჩემპიონთა ლიგის დებიუტისათვის.
"კასტილიის"ყოფილმა ფეხბურთელმა პაბლო სარაბიამ ინტერვიუ მისცა ყოველდღიურ Publico-ს მისი "რეალიდან" წასვლაზე. "ხეტაფეს" ახალწვეულმა მადლობა გადაუხადა ჟოზე მოურინიოს, ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტისთვის. მან ასევე ისაუბრა 19 წლამდელთა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებზე. სარაბიამ აღიარა, რომ იძულებული გახდა დაეტოვებინა "რეალი", რათა გაზრდილიყო, როგორც მოთამაშე. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელმა მადლობა გადაუხადა ჟოზე მოურინიოს მოლაპარაკებისთვის, რომელიც შედგა "ხეტაფესა" და მადრიდის "რეალს" შორის: "მან მესაუბრა ჩემს გუნდიდან გადასვლაზე. მე ვერ გეტყვით ზუსტად რაზე ვისაუბრეთ, მაგრამ ეს ნამდვილად დასაფასებელია. სახელდობრ მან მომცა იმის შანსი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გამოვსულიყავი, რისთვისაც მას დიდი მადლობა". მიუხედავად ამისა, ესპანელმა აღიარა, რომ მისი ფიქრები არა "რეალში" დაბრუნებას ეთმობა, არამედ მის კარიერას ესპანეთის დედაქალაქის სამხრეთში. "როდესაც მე დავბრუნდები ჩემს მშობლიურ კლუბში, მე მინდა როგორც შემიძლია ვითამაშო ჩემი გუნდისათვის. "ხეტაფე" ჩემი გადასვლით კმაყოფილია, და მეც ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით". პაბლო ასევე შეეხო თავის ყოფილ თანაგუნდელს ალვარო მორატას: "ჩემთვის სასიამოვნო იყო ყველასთან თამაში, მაგრამ ალვაროსთან თამაში ჩემთვის უკეთესია. ჩვენ ერთმანეთს კარგად ვუგებდით და ეს აისახა კიდევაც მინდორზე. მაგრამ როგორც ადრე ავღნიშნე ყველა თანაგუნდელთან კარგი ურთიერთობა მაქვს". ინფრომაციის წყარო: Defensacentral.com ავტორი - halaronaldo7
თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.
ავტორი: halaronaldo7, თარიღი: 31-07-2011 14:27, კომენტარი: 627, სიახლე: 244
ავტორი: repuls1on, თარიღი: 31-07-2011 14:53, კომენტარი: 286, სიახლე: 357
ავტორი: halaronaldo7, თარიღი: 31-07-2011 14:57, კომენტარი: 627, სიახლე: 244
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
|
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მეგობრები
მთვლელები
|
|
სიახლეები
|
მულტიმედია
|
ბლოგი
|
We Are MADRIDISTAs - We Are №1 | MADRIDISTA.GE! © 2010-2012
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE














--------------------
P.S. iker madloba bayerntan chadenili gmirobistvis!