MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ზიდანი: "ზოგჯერ კრიშტიანუმაც უნდა დაისვენოს"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ლა ლიგა თარიღი: 21-04-2016, 14:56
ზიდანი: "ზოგჯერ კრიშტიანუმაც უნდა დაისვენოს"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 34-ე ტურში "ვილიარეალთან" (3:0) მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

კრიშტიანუ

"ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ყველაზე მეტად ის მაშინებს, რომ რაიმე სერიოზულადაა. ახლა ამაზე საუბარი ნაადრევია. მოგვიანებით მშვიდ მდგომარეობაში ყველაფერს გავარკვევთ. როცა კრიშტიანუმ მოედანი დატოვა, დავმშვიდდი. მას გარისკვა არ სურდა და მოედანიც ამიტომ დატოვა. ახლა დეტალურად მსურს გავერკვე იმაში, თუ რა მოხდა. რა თქმა უნდა, შემეშინდა, რომ რონალდუმ ტრავმა მიიღო".

"კრიშტიანუ ბევრად გუნდური ფეხბურთელია, ვიდრე სხვები ფიქრობენ. ის მოედანზე მუშაობს, თავს არ ზოგავს და დაცვასაც ეხმარება. მისი გუნდზე მუშაობა მხოლოდ გატანილი გოლებით არ შემოიფარგლება. დღეს მან შესანიშნავად იასპარეზა და კიდევ ერთხელ მსურს აღვნიშნო, თუ როგორ იმუშავა დაცვაში. "ვილიარეალი" კონტრშეტევებზე ძალიან ძლიერია, მაგრამ დღეს ჩვენი ფეხბურთელების შრომის წყალობით ისინი უშანსოდ იყვნენ".

"რა თქმა უნდა, ზოგჯერ კრიშტიანუც უნდა შევცვალო და დაისვენოს. ვფიქრობ, მან ზოგჯერ მატჩი ბოლომდე არ უნდა დაასრულოს ან ზოგ მატჩში მოედანზე არც გამოვიდეს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ ფეხბურთელს თამაში და ყურადღების ცენტრში ყოფნა ყოველთვის სურს. ზოგჯერ ეს გარკვეულ სირთულეებსაც მიქმნის. ვნახოთ, როდის შეძლებს ის მწყობრში ჩადგომას".

თამაში

"დღეს ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ. გუნდი თავიდან ბოლომდე შესანიშნავად გამოიყურებოდა. დაცვაშიც და შეტევაშიც კარგად გამოვიყურებოდით. უნდა ვთქვა, რომ მოედანზე მყოფი ყველა ფეხბურთელით კმაყოფილი ვარ".

ლა ლიგა

"ჩვენთვის არაფერი შეცვლილა. გეგმის მიხედვით წინ მივიწევთ, როგორც ამას წინა მატჩებში ვაკეთებდით".

ბენზემა

"ბოლო თვეებში მან უბრალოდ დიდებული სამუშაო შეასრულა. მას გოლები გააქვს, ასისტებს აკეთებს და გუნდისთვის დიდი სარგებელი მოაქვს. დღეს ის მატჩის მიწურულს დაიღალა, მაგრამ უბრალოდ დიდებულად იასპარეზა. ბენზემა შეტევის სხვა ფეხბურთელების მსგავსად უდიდეს სამუშაოს ასრულებს. იგივეს თქმა შემიძლია ნახევარდაცვისა და დაცვის ფეხბურთელებზეც. ჩვენი თადარიგის ფეხბურთელებიც ძალიან ბევრს მუშაობენ".

ბეილი

"ის უკვე თანაგუნდელებთან ერთად იმუშავებს და ალბათ, შაბათს მოედანზე გასვლასაც შეძლებს".

ზიდანი: "ლიდერს ერთი ქულით ჩამოვრჩებით და ეს არის მთავარი"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 33-ე ტურში "ხეტაფესთან" (1:5) მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "შესანიშნავად ვითამაშეთ და გავიმარჯვეთ"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 27-ე ტურში "ლევანტესთან" (1:3) მოპოვებული გასვლითი გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ყველაზე მთავარი გუნდის განწყობაა"

ზინედინ ზიდანმა ლა-კორუნიის "დეპორტივოსთან" (5:0) მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ბენზემასი მჯერა, მაგრამ ის ფრთხილად უნდა იყოს"

"კასტილიას" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, "ფუენლაბრადასთან" (3:2) გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.11.2018 16:00


2 - 4

11.11.2018 23:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 12 34 18 24
2 სევილია 12 24 14 23
3 ატლეტიკო 12 16 8 23
4 ალავესი 12 17 12 23/td>
5 ალავესი 12 16 10 21
6 რეალი 12 20 16 20




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.