|
"სანტოსის" პრეზიდენტი საფრთხეს უქმნის "რეალის" ანგარიშს
ბრაზილიურმა მხარემ დაადასტურა თავისი სურვილი, რომ უნდათ მათი ვარსკვლავი მოთამაშე დარჩეს გუნდში საკლუბო მსოფლიო თასამდე და აფრთხილებს ესპანური გიგანტებს მის მომავალზე.
"სანტოსის" პრეზიდენტი ლუის ალვარო დე ოლივერია რიბეირო გამოხატავს შეშფოთებას, იმის შესახებ თუ რა გზებით ცდილობს მადრიდის "რეალი" ნეიმარის შეძენას და იმუქრება ესპანური გიგანტის ფიფაში მოხსენებით, რომ იგი უკანონო გზით ცდილობს გადაიბიროს შემტევი ფეხბურთელი. კოპა ლიბერტადორესის მფლობელები აპირებენ გამართონ ბრაზილიის საერთაშორისო საკლუბო მსოლფიო ჩემპიონატი, მაგრამ რეალი მზადაა გადმოიბიროს ნეიმარი 45 მილიონ ევროდ და უკვე უახლოვდება ფეხბურთელის აგენტს, პოტენციური ქმედების განსახილველად. "თუ "რეალი" ან სხვა კლუბი მიუახლოვდება ნეიმარს, ჩვენ სხვა გზა აღარ გვექნება და ფიფაში ვუჩივლებთ, თუ ისინი გადაიბირებენ მას ჩვენთან მოლაპარაკების გარეშე. მოლაპარაკებები დაბლოკილია და ხელახლა აღარ გაიხსნება" - აცხადებს რიბეირო Terra-სთან. "რეალი" ესაუბრა ნეიმარს პარიზში და ძალიან საინტერესო შეთავაზებით მიმართა. "მე ვუთხარი რომ არ გავუშვებ მას და მასაც ძალიან უნდა დარჩენა". "მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ნეიმარი იქნება კლუბში მსოფლიო თასზე. ეს უკვე ვთქვი ადრე და ეს არის სწორი გზა". ის 19 წლისაა და აქვს კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულამდე, მაგრამ იგი მოსწონს ისეთ კლუბებს, როგორებიც არიან: მადრიდის "რეალი", "ბარსელონა" და "ჩელსი". ისინი მზად არიან გადაიხადონ მინიმალური გადასახადი მისი გადაბარგებისათვის საკუთარ რიგებში. ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ მოთამაშის აგენტს ურჩევნია გადმოდგას ნაბიჯი "სამეფო კლუბში", მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა რიბეიროს კომენტარების შემდეგ. ინფორმაციის წყარო: Goal.com ავტორი - halaronaldo7
თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.
ავტორი: halaronaldo7, თარიღი: 31-07-2011 23:35, კომენტარი: 627, სიახლე: 244
ავტორი: georgee, თარიღი: 01-08-2011 08:58, კომენტარი: 29, სიახლე: 0
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
|
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მეგობრები
მთვლელები
|
|
სიახლეები
|
მულტიმედია
|
ბლოგი
|
We Are MADRIDISTAs - We Are №1 | MADRIDISTA.GE! © 2010-2012
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE













ითამაშოს ამ საკლუბბო ჩემპიონატზე
--------------------
P.S. iker madloba bayerntan chadenili gmirobistvis!