"ბეილ, ნაბიჭვარო!" – როგორი სიტყვებით შეამკეს ქომაგებმა უელსელი

"ბეილ, ნაბიჭვარო!" – როგორი სიტყვებით შეამკეს ქომაგებმა უელსელი

ტურინის "იუვენტუსთან" (1:1) ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, "რეალი" ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი გულშემატკივრებმა დამნაშავედ გარეთ ბეილი სცნეს და ის ლანძღვა–გინებით აიკლეს...

უელსელი ვარსკვლავი თავისი მანქანით სტადიონის ტერიტორიას ტოვებდა, როცა ფანებმა ასეთი რამ მიაძახეს:

"ბეილ, ნაბიჭვარო!".



კომენტარი 1

Офлайн
რა უმადურია გულშემატკივარი: შარშან ალბათ ბეილის თავი დალოცეს შენ გენაცვალე რა თავი გაქ დესიმა მოგვაგებინეო, ახლა კი იმავე თავით ბურთი ააცილა და გემრიელმა კომენტარებმა არ დააყოვნა. ჩვენ სამეფო გუნდი გვქვია, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ჩვენი გუნდი უნდა იგებდეს. რა ვქნათ, არსებობს ალბათობის თეორია. რეალის გარდა კი ბევრი ძლიერი გუნდია. მაგრამ სამეფო იმიტომ გვქვია, რომ სამეფოდ უნდა იქცეოდეს გუნდიც, ხელმძღვანელობაც და, რაც მთავარია, ფანები. მადრიდისტებო, გუნდს მოვთხოვოთ პირველ რიგში ლამაზი თამაში და შემდეგ შედეგი. არ შეიძლება ერთი წაგების შემდეგ გუნდი ლანძღო, მეორე მატჩში მოგების დროს ადიდო. თუ მადრიდისტა ხარ ბოლომდე უნდა იყო, გინდა წააგო გინდა მოიგო. ხოლო ის ვინც ამ სიტყვებს იძახის, მადრიდისტობაზე თავს ნუ დადებს. გულშემატკივარი იმიტომ გქვია, რომ გული შეგტკიოდეს და არა ფუ შენი დედაც იძახო. ეს იგივეა ყოველ წელს უკეთეს ფორმაში მყოფი გუნდის ფანი გახდე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.