|
"რეალმა" ხვალინდელი მატჩისთვის მზადება დაასრულა
სიახლეები, ამხანაგურები / 5-08-2011, 15:27
მადრიდის "რეალმა" დაასრულა ხვალ, "ტიანცზინ ტედასთან" გასამართი მატჩისთვის მზადება. ვარჯიში პრესის წარმომადგენლებისთვის ღია იყო.
"რეალმა" ბოლო ვარჯიში ჩაატარა ჩინეთში. ვარჯიშში მონაწილეობა ყველა ფეხბურთელმა მიიღო, გარდა გრანეროსა და შაჰინისა, რომლებიც რეაბილიტაციის პროცესს აგრძელებენ. თურქი ფეხბურთელი მინდორზეც გამოჩნდა, მაგრამ განცალკევებით ვარჯიშობდა. ხვალ გუნდი ადგილობრივ "ტიანცზინ ტედას" დაუპირისპირდება. ![]() ვარჯიში ჩვეულებრივ გახურებით დაიწყო. ფეხბურთელებმა მოედნის ირგვლივ ირბინეს. გუნდი როად გაიყო. ნაწილი ერთ სამუშაოს ასრულებდა, ნაწილი – მეორეს. 20 წუთის შემდეგ, მოურინიომ ყველა ფეხბურთელს ერთად მოუყარა თავი და მინი–მატჩი გამართეს. გუნდი სამად გაიყო და მოთამაშეები თავიანთ დავალებებს ასრულებდნენ. ![]() მოურინიომ შემდეგ ფეხბურთელებს კარში დარტყმა დაავალა. მეკარეებს დიდი ძალისხმევა სჭირდებოდათ ბურთის მოსაგერიებლად. ოთხმა მეკარემ ჩინებულად გაართვა თავი სამუშაოს. ეს ვარჯიში 15 წუთს გაგრძელდა. შემდეგ მოთამაშეებმა შეისვენეს და განაგრძეს სამუშაო. ![]() მწვრთნელს სურდა გაერთულებინა ვარჯიში და ბურთის სწრაფად წართმევაზე ავარჯიშა ფეხბურთელები. მოთამაშეებიც ამ ყველაფერს სწრაფად ართმევდნენ თავს. ყველანი მოტივირებულნი იყვნენ, რაშიც მათ მოურინიო ეხმარებოდა. ![]() სესიის ბოლოს, სპარინგ–მატჩიც ჩატარდა. ათი ფეხბურთელი, ათის წინააღმდეგ. ხედირა ორივე გუნდს ეხმარებოდა, როგორც შეტევაში, ასევე ნახევარდაცვაში. მწვანე მაისურებში ასპარეზობდნენ: ხესუსი, ნაჩო, პეპე, კარვალიუ, მარსელო, კალეხონი, იოზილი, კრიშტიანუ რონალდუ, ხესე და ბენზემა. მეორე გუნდში თამაშობდნენ: კასილასი, რამოსი, ალბიოლი, ვარანი, არბელოა, კაკა, დი მარია, იგუაინი და კოენტრაუ. ფეხბურთელებმა ვარჯიში დაასრულეს და ხვალ 19:45 წუთზე "ტიანცზინ ტედასთან" მატჩს მზადყოფნაში ხვდებიან. ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com ავტორი - Faqo Oo
თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
|
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მეგობრები
მთვლელები
|
|
სიახლეები
|
მულტიმედია
|
ბლოგი
|
We Are MADRIDISTAs - We Are №1 | MADRIDISTA.GE! © 2010-2012
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE
















--------------------