გაგო:"ბოკას" მეტის გაკეთება შეეძლო"

გაგო:"ბოკას" მეტის გაკეთება შეეძლო"
ფერნანდო გაგომ რადიო "Radio la Red"–თან ინტერვიუში, უკმაყოფილება გამოთქვა "ბოკა ხუნიორსში" თავისი არშემდგარი ტრანსფერის გამო.

ფერნანდო გაგო ვერ მიიღებს მონაწილეობას Torneo Apertura 2011–ში, რადგან არგენტინაში დღეს იხურება სატრანსფერო ფანჯარა და მას ვერ შეიძენენ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე შეყვანილი ჰყავდათ განაცხადში.

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა, "ბოკას" ხელმძღვანელობის მიმართ, უკმაყოფილება გამოთქვა:

"მე "ბოკაში" თამაში მსურდა, რადგან ეს ჩემი მეორე სახლია, მაგრამ როგორც ჩანს, მათ ვერ მოვერგე. იმაზე მეტი გავაკეთე, რათა იქ დავბრუნებულიყავი, მაგრამ მათ ვერ დაინახეს ჩემგან ამის სურვილი" – განაცხადა ფერნანდომ.

თუმცა, ფეხბურთელს არ აქვს პრეტენზიები "ბლანკოსის" მიმართ: "რეალმა" ჩემი თხოვნით შეამცირა თანხა ჩემს ტრანსფერზე".

გარდა ამისა, გაგომ განმარტა, რომ ფულს არ აქვს მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა: "ყველა ღონე ვიხმარე დასაბრუნებლად. მზად ვიყავი, ფულის დიდი ნაწილისთვის უარი მეთქვა და დაბალი ხელფასით მეთამაშა, რადგან ეს არ არის ჩემთვის მთავარი, მაგრამ მათ უფრო მეტის გაკეთება შეეძლოთ ჩემს გადასაბირებლად".


ინფორმაციის წყარო: AS.com
ავტორი - Faqo Oo

თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.

ავტორი: Nemo Darko, თარიღი: 13-08-2011 02:18, კომენტარი: 779, სიახლე: 0  
Friend
ეჰ გაგო, არავის არ ჭირდები :D

ავტორი: jinjo, თარიღი: 13-08-2011 03:35, კომენტარი: 5444, სიახლე: 0  
Friend
Nemo Darko,
lol ეგრეა


--------------------

ავტორი: Nemo Darko, თარიღი: 13-08-2011 11:34, კომენტარი: 779, სიახლე: 0  
Friend
jinjo,
უბრალოდ ძან ხშირად იღებს ტრავმებს და არ უღირს ბოკას დიდი თანხის გადახდა მასში smile ლივერპულიდან ხომ ქონდა წინადადება, რას არ წაეთრა mad

ავტორი: ShooTa, თარიღი: 13-08-2011 13:59, კომენტარი: 532, სიახლე: 0  
Friend
კი 1 მილიონზე მეტი სეეძლო winked


--------------------

ავტორი: jinjo, თარიღი: 13-08-2011 14:29, კომენტარი: 5444, სიახლე: 0  
Friend
Nemo Darko,
ამას არგენტინაში უნდოდა


--------------------

ავტორი: Nemo Darko, თარიღი: 13-08-2011 14:38, კომენტარი: 779, სიახლე: 0  
Friend
jinjo,
ხომ წავიდა მერე acute

ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მაიკონი
პიშჩეკი
კარვახალი
ისლა
უოლკერი
ირაოლა
ბოსინგვა

რეკლამა
მთვლელები
www.wsa.ge alt navige ქართული ვებ ჰოსტინგი