კროოსი "იუვენტუსთან" ითამაშებს


კროოსი "იუვენტუსთან" ითამაშებს
დიდებული სიახლეები...

მადრიდის "რეალს" შვებით ამოსუნთქვის საშუალება მიეცა. გერმანელი ნახევარმცველი ტონი კროოსი, მიუხედავად "ვალენსიასთან" (2:2) გამართულ შეხვედრაში მიღებული დაზიანებისა, "იუვენტუსის" წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში იქნება. მატჩისშემდგომ ინტერვიუში კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ტონიმ ბარძაყის მცირე დაზიანება მიიღო. ამისდა მიუხედავად, "რეალის" გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდნენ გერმანელის თაობაზე საბოლოო ვერდიქტის გამოტანას.

კვირას ფეხბურთელმა არაერთი სამედიცინო შემოწმება გაიარა და ექიმებმა დაადგინეს, რომ ტრავმა ფეხბურთელს "იუვესთან" შეხვედრაში სათამაშოდ ხელს არ შეუშლის, რაც მადრიდის "რეალისთვის" სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ტურინელებთან შეხვედრა უკვე სეზონს საბოლოოდ გადაწყვეტს - "სამეფო კლუბი" ან ფინალში გავა, ან კი სეზონს კრახით, უტიტულოდ დაასრულეს, მას შემდეგ, რაც "ვალენსიასთან" გაგორებული ყაიმის შემდეგ ლა ლიგა საბოლოო დაკარგა.

შემოწმების შემდეგ თავად ტონიმაც დაწერა თავის სოციალურ ქსელში, რომ საგანგაშო არაფერია და ის ოთხშაბათისთვის ემზადება.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.