მორატა: "ნეტავ ამ სტადიაზე ეს გოლები სხვა გუნდის კარში გამეტანა"

მორატა: "ნეტავ ამ სტადიაზე ეს გოლები სხვა გუნდის კარში გამეტანა"

კანტერანოს ინტერვიუ...

მადრიდის "რეალისგან" განსხვავებით, ალვარო მორატა ზედიზედ მეორედ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის ფინალში. გასულ ზაფხულს 20 მილიონად გაყიდულმა ფეხბურთელმა მშობლიურ კლუბს ორი გოლი გაუტანა და პირადად დაასამარა მიმდინარე სეზონში "სამეფო კლუბი".

"უდიდეს სიამოვნებას ვგრძნობ იმისგან, რომ ფინალში გავედით. მაგრამ ამაზე არ უნდა გავჩერდეთ, ბერლინში ისტორიის შესაქმნელად უნდა გავემგზავროთ".

"ამ საღამოს ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გავიტანე, მაგრამ ასევე მწუხარებას და სიმწარეს ვგრძნობ მის გამო. მსურს მადრიდული კლუბის გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო, ისინი მუდამ კარგად მექცეოდნენ. ნეტავ ამ სტადიაზე სხვა გუნდისთვის შემძლებოდა გოლის გატანა, მაგრამ ასეთია ცხოვრება".

"ტურინსა და მადრიდში გამართულ შეხვედრებზე გავდიოდი ისე, თითქოს სავარჯიშო მოედანზე, რათა მეტოქე გუნდის ვინაობა ბოლომდე არ გამეცნობიერებინა და ამავდროულად კონცენტრირებული ვყოფილიყავი. სერხიო რამოსმა და იკერ კასილასმა ფინალში გასვლა მომილოცეს და წარმატებები მისურვეს. ისინი ჩემი მეგობრები არიან".

"ფინალი "ბარსელონასთან"? თავდაპირველად ისე ჩანს, რომ ყველაფერი ძალიან რთულად იქნება, რადგან მეტოქეს შესანიშნავი გუნდი ჰყავს. თუმცა, "იუვესაც" მშვენიერი შემადგენლობა გააჩნია".


კომენტარი 1

Офлайн
ბრავო! ბრავო! როგორც ფეხბურთელი არ მომწონხარ, მაგრამ შესანიშნავი იყო შენი ყველა ჟესტი ამ ორ მატჩში. ბრავო, ალვარო!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.