რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » "რეალი" "სანტოსის" ორი ფეხბურთელის გადაბირებით ინტერესდება

"რეალი" "სანტოსის" ორი ფეხბურთელის გადაბირებით ინტერესდება

10-05-2016, 20:53
ავტორი: ZZ
ნახვა: 774
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
"რეალი" "სანტოსის" ორი ფეხბურთელის გადაბირებით ინტერესდება
გაზეთ AS-ის ინფორმაციით, ზინედინ ზიდანმა მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის დაკომპლექტებაზე ფიქრი უკვე დაიწყო...

"სამეფო კლუბი" ბრაზილიური "სანტოსის" ორი ფეხბურთელით ინტერესდება. საუბარია ნახევარმცველ ლუკას ლიმაზე და თავდამსხმელ გაბრიელ ბარბოსაზე.

მადრიდელები ლიმას შეძენით ჯერ კიდევ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ინტერესდებოდნენ. თუმცა, როგორც ფეხბურთელის აგენტმა, ვაგნერ რიბეირომ განაცხადა, "რეალმა" შემადგენლობაში მყოფი ლეგიონერების სიმრავლის გამო მოლაპარაკებები აღარ გააგრძელა. ამასთან ერთად, "სანტოსი" ლიმას სანაცვლოდ 20 მლნ. ევროს ითხოვდა, რაზეც "სამეფო კლუბი" თანახმა არ იყო. ბრაზილიური კლუბის ნახევარმცველისადმი ინტერესს სხვა ევროპული კლუბებიც იჩენენ.

რაც შეეხება ბარბოსას, "რეალის" გარდა მისი გადაბირებით "პსჟ" და სხვა წამყვანი კლუბები ინტერესდებიან.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.