MADRIDISTA.GE

Real Madrid News

მაიორალი: ""უკამ მურსიას" საუკეთესო დაცვა ჰყავს, მაგრამ ჩვენ საუკეთესო თავდასხმა გვყავს"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, კასტილია თარიღი: 19-05-2016, 23:24
მაიორალი: ""უკამ მურსიას" საუკეთესო დაცვა ჰყავს, მაგრამ ჩვენ საუკეთესო თავდასხმა გვყავს"

"სამეფო კლუბის" კანტერანოს ინტერვიუ...

"ვიცით, რომ რთული მატჩი გველოდება, რადგან იმ გუნდს დავუპირისპირდებით, რომელსაც საუკეთესო დაცვის ხაზი ჰყავს. მიუხედავად ამისა, ჩვენ საუკეთესო თავდასხმა გვყავს. ეს დიდი მატჩი იქნება".

"არაფერს შევცვლით და ჩვეულ სტილში ვიასპარეზებთ. "უკამ მურსიასთან" გასამართ მატჩებს მოუთმენლად ველოდებით. სეგუნდაში გადასასვლელად ორ მატჩს ჩავატარებთ, პირველი სტუმრად გაიმართება. ვაცნობიერებთ, რომ რთული იქნება, მაგრამ გვჯერა, რომ თუ ბოლომდე დავიხარჯებით და ენთუზიაზმს გამოვავლენთ, ყველაფერი კარგად იქნება".


გულშემატკივრები

"გულშემატკივრებისგან ფინალური მხარდაჭერა გვჭირდება. პირველ მატჩს სტუმრად ჩავატარებთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იქ იქნებიან ადამიანები, რომლებიც მხარს დაგვიჭერენ. შემდეგ "ალფრედო დი სტეფანოზე" დავბრუნდებით და მჯერა, ეს სტადიონი კვლავ ჩვენი ციხე-სიმაგრე იქნება, სადაც სეზონის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დავმარცხდით - "ტოლედოსთან". ვიმედოვნებ, ფანები მხარს დაგვიჭერენ და მეტოქეს საქმეს გაურთულებენ".

სეზონის ფინალური მატჩი

"სეზონის ფინალურ მატჩს ყველაფერი ჩვენზე არ იყო დამოკიდებული, მაგრამ მოედანზე გავედით, ჩვეულ სტილში ვითამაშეთ და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. შემდეგ "ბარაკალდოს" მატჩის დასრულებას ველოდებოდით, სადაც ძირითად დროს 6 წუთი დაამატეს. საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. პირველ ადგილზე გავედით და ეს ის არის, რაც გვსურდა. პლეი-ოფში ორი მატჩის ჩატარება მოგვიწევს. ეს რომ არ გაგვეკეთებინა, ექვსი მატჩის ჩატარება მოგვიწევდა".

თავისი ასპარეზობა

"ყველაფერი საოცრად და მოულოდნელად მოხდა. ჩემი გუნდი "კასტილიაა". ეს საინტერესო სეზონი იყო, რომელშიც უნიკალური გამოცდილება შევიძინე. ახლა ჩემს გუნდს პლეი-ოფში უნდა დავეხმარო და მოახლოვებულ დაპირისპირებებზე ვარ კონცენტრირებული".

ბეილი: "ხვალ მთავარი მეტოქის კარის დალაშქვრაა"

"სამეფო კლუბის" უელსელი ნახევარმცველის ინტერვიუ......

კეილორ ნავასი: "ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გვსურს"

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში "პსჟ"-სთან გასამართი საშინაო მატჩის წინ, კეილორ ნავასმა "უეფას" ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა......

პეპე: "რამოსი ჩვენი კაპიტანია და დარწმუნებული ვარ, ჩვენთან დარჩება"

მილანის "ინტერთან" გასამართი მატჩის წინ, პეპე ჟურნალისტების წინაშე წარსდგა......

რაფა ბენიტესი: "კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია"

რაფაელ ბენიტესი "მანჩესტერ სიტისთან" გასამართი მატჩის წინ......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.02.2019 23:45


1 - 2

17.02.2019 15:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 17 48 19 37
2 ატლეტიკო 17 25 12 34
3 სევილია 17 30 17 32
4 ალავესი 18 21 18 31
5 რეალი 17 26 21 30
6 ბეტისი 18 21 21 26




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.