MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ზიდანი: "ისკო არსად წავა"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ თარიღი: 6-06-2016, 13:54
ზიდანი: "ისკო არსად წავა"

მადრიდის "რეალის" ფრანგმა თავკაცმა, ზინედინ ზიდანმა, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა...

ალვარო მორატა

"ის ფეხბურთელად იტალიაში ჩამოყალიბდა და ორი შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. უცნაურს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ "იუვენტუსს" მისი კიდევ ერთი სეზონით შენარჩუნების სურვილი აქვს".

ისკო და "იუვენტუსის" ინტერესი

"ჩვენ ამის შესახებ არ გვისაუბრია. დრო საკმარისადაა, მაგრამ ისკო ჩვენი ფეხბურთელია და არსად წავა".

პოლ პოგბა

"ის შესანიშნავი ფეხბურთელია და მის შეძენას ნებისმიერი გუნდი ისურვებდა, მაგრამ პოგბა "იუვენტუსის" საკუთრებაა და უნდა მოვიცადოთ".

"იუვენტუსის" გაწვრთნის შესაძლებლობა

"უკვე ვთქვი, რომ საფრანგეთის ნაკრების გაწვრთნაზე ვოცნებობ, ხოლო "იუვე"... არასდროს იცი, რა შეიძლება მოხდეს...".

"იუვენტუსი" და ჩემპიონთა ლიგა

"ტურინელებმა ყველაფერი მოიგეს და ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეუძლიათ, მაგრამ როგორც "რეალის" მწვრთნელს, მირჩევნია თასი ყოველ წელს მადრიდში მოდიოდეს" (იცინის).

ევროპის ჩემპიონატი

"მე ის ადამიანი არ ვარ, ვისაც ეს კითხვა უნდა დაუსვათ. ვიმედოვნებ, საფრანგეთს ყველაფერი გამოუვა. დარწმუნებული ვარ, ტურნირის ბოლოს სიურპრიზები იქნება, მაგრამ არ ვიცი, როგორი".

დეშამი: "ზიდანმა დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი ყველაზე გენიალური მწვრთნელია"

მას შემდეგ, რაც ზინედინ ზიდანმა მადრიდის "რეალს" ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, ბევრი საფეხბურთო ავტორიტეტისგან ქება-დიდება მიიღო. გამონაკლისი არც საფრანგეთის ნაკრების თავკაცი გამოდგა......

ზიდანი: "რონალდუ არ იყიდება. ის გუნდის სული და გულია"

ზინედინ ზიდანმა ლა-კორუნიის "დეპორტივოსთან" გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ნედვედი: "მორატა "იუვენტუსის" მომავალია"

ტურინის "იუვენტუსის" დირექტორმა, პაველ ნედვედმა, კომენტარი გაუკეთა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ 2016 წლის ზაფხულში მადრიდის "რეალი" ალვარო მორატას გამოისყიდის......

ალეგრი: "ახლა მორატას ფასი 70–80 მლნ. ევროა"

ტურინის "იუვენტუსის" თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ ალვარო მორატას შესახებ ისაუბრა......

ლიპი: ""რეალი"–"იუვეს" მატჩში გადამწყვეტი ბუფონის თამაში იქნება"

ტურინის "იუვენტუსის" ექს–თავკაცმა მარჩელო ლიპიმ, ყოფილი გუნდის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შანსებზე ისაუბრა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.02.2019 23:45


1 - 2

17.02.2019 15:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 17 48 19 37
2 ატლეტიკო 17 25 12 34
3 სევილია 17 30 17 32
4 ალავესი 18 21 18 31
5 რეალი 17 26 21 30
6 ბეტისი 18 21 21 26




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.