შაჰინის დებიუტი შესაძლოა, "გალათასარაისთან" მატჩში შედგეს

შაჰინის დებიუტი შესაძლოა, "გალათასარაისთან" მატჩში შედგეს
მადრიდის "რეალის" ახალწვეულმა, ნური შაჰინმა, რომელმაც თვენახევრის განმავლობაში, კლუბის რიგებში ვერცერთი მატჩის ჩატარება ვერ მოახერხა, მოედანზე ოთხშაბათს, "გალათასარაისთან" მატჩში გამოვა. თურქმა ფეხბურთელმა, ტრავმა აშშ–ს ტურნეში პირველივე დღეს მიიღო. თუმცა, ნურიმ უკვე მოირჩინა ტრავმა და დიდი შანსია, "ბერნაბეუს" თასზე ითამაშოს.

ყოველდღიური Marca-ს ცნობით, შაჰინმა სრულად მოირჩინა ტრავმა, რომელმაც ხელი შეუშალა მოსამზადებელ ეტაპზე მონაწილეობის მიღებაში. ამიტომ, "ბლანკოსის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მას სავარაუდოდ, "გალათასარაისთან" ოთხშაბათს გასამართ მატჩში მისცემს თამაშის საშუალებას. ყოველგვარი ეჭვების გარეშე, "სანტიაგო ბერნაბეუ" პირთამდე სავსე იქნება, რადგან ქომაგებს დიდი სურვილი აქვთ, გასული წლის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელის თამაში იხილონ.

მოურინიოს ადრეც შეეძლო მისი გამოყენება, მაგრამ ლოდინი არჩია, რადგან ფეხბურთელს არ გამიზეზებოდა დაზიანება. თუმცა, ამჯერად ნურის ვერავინ შეუშლის ხელს თამაშში და იმის დამტკიცებაში, რომ ნახევარდაცვის ცენტრში ჩაბი ალონსოსთან ერთად, ძლიერი წყვილის შექმნა შეუძლია.


ინფორმაციის წყარო: Merengues.ru
ავტორი - Faqo Oo

თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.

ავტორი: respect_me, თარიღი: 22-08-2011 01:15, კომენტარი: 171, სიახლე: 0  
User
love დიდი იმედი მაქვს ამ ბიჭის

ავტორი: Faqo Oo, თარიღი: 22-08-2011 01:19, კომენტარი: 3360, სიახლე: 7704  
Administrator
მოუთმენლად ველოდები შაჰინის დებიუტს RealMadrid3


--------------------

ავტორი: jinjo, თარიღი: 22-08-2011 02:45, კომენტარი: 5456, სიახლე: 0  
Friend
როგორც იქნა


--------------------

ავტორი: nini_ninuci, თარიღი: 22-08-2011 10:39, კომენტარი: 1070, სიახლე: 2  
V.I.P
ვაიმე კარგიააა angel როგორ მინდა შაჰინი ვიხილო ბერნაბეუზე love

ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მაიკონი
პიშჩეკი
კარვახალი
ისლა
უოლკერი
ირაოლა
ბოსინგვა

რეკლამა
მთვლელები
www.wsa.ge alt navige ქართული ვებ ჰოსტინგი
სიახლეები
მულტიმედია
ბლოგი