ემილიო ბუტრაგენიო, "ბერნაბეუს" თასის საუკეთესო ბომბარდირი

ემილიო ბუტრაგენიო, "ბერნაბეუს" თასის საუკეთესო ბომბარდირი
სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის თასის გათამაშება სულ 32–ჯერ ჩატარდა, რომელშიც "რეალმა" 97 გოლის გატანა შეძლო, ხოლო აქედან 8 ბურთი კი ემილიო ბუტრაგენიოს ანგარიშზეა, რომელიც ამ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახლავთ.

დღევანდელ გუნდში კი ამ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირები , ორ–ორი გოლით ბენზემა და იგუაინია.

აღსანიშნავია, რომ არცერთხელ არ დაფიქსირებულა ჰეთ–თრიკი ამ გათამაშებაში.

მომავალ ოთხშაბათს გულშემატკივრები ნამდვილად ისიამოვნებენ "რეალისა" და "გალათასარაის" დაპირისპირებით. ამის საფუძველს გვაძლევს ის ფაქტი, რომ ამ ტურნირის ფარგლებში "თეთრებმა" 39 მატჩიდან 97( მათგან შვიდ გათამაშებაში ოთხ–ოთხი გუნდი მონაწილეობდა) გოლის გატანა მოახერხეს. "ბლანკოსის" ფეხბურთელების საშუალო მაჩვენებელი მატჩში 2,5 გოლია, რაც ნამდვილად კარგი შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად დიდ გუნდებთანაც უწევდათ დაპირისპირება.

ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი 8 გოლით, მადრიდის "რეალის" ცოცხალი ლეგენდა, ამჟამად კლუბის ინსტიტუციონალური ურთიერთობების დირექტორი, ემილიო ბუტრაგენიო გახლავთ. ის 1984–დან 1994– წლამდე იღებდა მონაწილეობას "ბერნაბეუს" თასზე და 6–ჯერ შეძლო მისი მოპოვება.

ბომბარდირთა სიაში ბუტრაგენიოს მოსდევენ მიჩელი(7), უგო სანჩესი(6), სანტილიანა(5) და რაული(4). სწორედ ბუტრაგენიოს, სანჩისისა და მიჩელის პერიოდში მოიგო "ბლანკოსმა" ტურნირი ყველაზე დიდი ანგარიშით 6-1 ჯერ "ევერტონთან", ხოლო შემდეგ "კოლო–კოლოსთან".

"ბერნაბეუს" თასის ბომბარდირთა ცხრილი:

ემილიო ბუტრაგენიო, "ბერნაბეუს" თასის საუკეთესო ბომბარდირი


ჰეთ–თრიკის კარმა.

საინტერესოა, რომ "რეალმა" ამ ტურნირზე 97 გოლი გაიტანა და ჰეთ–თრიკი არცერთხელ არ დაფიქსირებულა. თუმცა კანინგენი და პინედა ძალიან ახლოს იყვნენ ამასთან. ბოლოს დუბლი ბენზემამ შეასრულა 2009 წელს, "რუსენბორგის" წინააღმდეგ.

მომავალ ოთხშაბათს კი "რეალის" ფეხბურთელებს ეძლევათ შანსი ამ უსიამოვნო ტრადიციას წერტილი დაუსვან. ბენზემა და იგუაინს კი შეუძლიათ ბუტრაგენიოს რეკორდიც გააუმჯობესონ. ასე, რომ მომავალ მატჩში გოლები გარანტირებულია.

ინფორმაციის წყარო: AS.com
ავტორი - Nikusha7

ტეგები -
თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.

ავტორი: nini_ninuci, თარიღი: 22-08-2011 10:37, კომენტარი: 1070, სიახლე: 2  
V.I.P
საინტერესო სტატიაა good

ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მაიკონი
პიშჩეკი
კარვახალი
ისლა
უოლკერი
ირაოლა
ბოსინგვა

რეკლამა
მთვლელები
www.wsa.ge alt navige ქართული ვებ ჰოსტინგი
სიახლეები
მულტიმედია
ბლოგი