|
შაჰინისა და ვარანეს დებიუტი "ბერნაბეუს თასზე" შედგება
მადრიდისტებს კიდევ არ უნახავთ ორი ახალწვეულის დებიუტი, ხვალ შაჰინი და ვარანეც შეძლებენ თამაშს "გალათასარაის" წინააღმდეგ. ფრანგმა მცველმა წინასასეზონო მზადების მატჩებში ითამაშა, მაგრამ მას ოფიციალურ მატჩებში არ უთამაშია. შეგახსენებთ, ვარანე მადრიდის "რეალმა" "ლანსიდან" შეიძინა 10 მილიონ ევროდ. მან გასული სეზონი ძალიან წარმატებულად ჩაატარა. (23 მატჩი საფრანგეთის ჩემპიონატში, 418 წუთი წინასასეზონო მზადების მატჩებში). "ბარსელონასთან" პირველ მატჩში, ის მოურინიოს განაცხადში მოხვდა, მაგრამ მაინც სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
სავარაუდოდ, ვარანე ხვალინდელ მატჩში პირველივე წუთებიდან გამოვა მოედანზე. ძალიან საინტერესო იქნება, თუ როგორ გაართმევს ფრანგი მცველი თავს, პირველ ოფიციალურ გამოცდას. შეგახსენებთ ის ჯერ მხოლოდ 18 წლისაა. ზიდანთან ერთად, მოურინიომაც მიიღო მონაწილეობა მის ტრანსფერში. ვარანე წინასასეზონო მატჩებში, ნათამაშები დროის მხრივ, მესამე ადგილზე გავიდა. მას მხოლოდ კარიმ ბენზემამ (436 წუთი) და ფაბიუ კოენტრაუმ (422 წუთი) აჯობეს. ასევე მან მცველებში ყველაზე მეტი დრო გაატარა მოედანზე 418 წუთი. პეპემ ითამაშა 351 წუთი, კარვალიომ 348 წუთი, ალბიოლმა კი მხოლოდ 331 წუთი. წინასასეზონო მატჩებში მხოლოდ ვერ ითამაშა შაჰინმა. თურქს ტრავმის გამო 51 დღე გაუცდა. ტრავმამ მას ხელი შეუშალა თამაშისთვის, ის ჩინეთში გამართული მატჩების განაცხადში იყო, მაგრამ მან იქაც ვერ მოახერხა თეთრი მაისურის მორგება. ინფორმაციის წყარო: As.com ავტორი - Avtoshka
თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.
ავტორი: halaronaldo7, თარიღი: 23-08-2011 23:35, კომენტარი: 630, სიახლე: 244
ავტორი: Faqo Oo, თარიღი: 24-08-2011 01:27, კომენტარი: 3360, სიახლე: 7704
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
|
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მეგობრები
მთვლელები
|
|
სიახლეები
|
მულტიმედია
|
ბლოგი
|
We Are MADRIDISTAs - We Are №1 | MADRIDISTA.GE! © 2010-2012
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE
















--------------------