რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » რამისმა "კასტილიას" თავკაცის პოსტი დატოვა

რამისმა "კასტილიას" თავკაცის პოსტი დატოვა

21-06-2016, 14:08
ავტორი: ZZ
ნახვა: 643
კომენტარი: 1
საბეჭდი ვერსია
რამისმა "კასტილიას" თავკაცის პოსტი დატოვა
ლუის მიგელ რამისმა "კასტილიას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა...

მან Twitter-ზე ასეთი განცხადება გააკეთა: "ოცნება 6 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ეს საოცარი პერიოდი იყო. მადლობა ყველას, ვინც მხარს გვიჭერდა! HalaMadrid ყოველთვის!".

45 წლის სპეციალისტმა "კასტილია" იანვარში ჩაიბარა, მას შემდეგ, რაც "რეალის" თავკაცი ზინედინ ზიდანი გახდა. მან მადრიდული გრანდის ფილიალს სეგუნდა B მოაგებინა, მაგრამ გუნდმა პლეი-ოფში სრული კრახი განიცადა და სეგუნდაში აღზევება ვერ მოახერხა.

პლეი-ოფის მატჩების ჩათვლით, "კასტილიამ" რამისის ხელმძღვანელობით 22 მატჩი ჩაატარა. აქედან 13 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, ხოლო 7 მარცხი იწვნია.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.
კომენტარები (1)
Offline Offline zizou 21 ივნისი 2016 22:20
არადა თავიდან რა კარგად დაიწყო
          1

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.