პრევიუ: მადრიდის "რეალი" – "გალათასარაი"

პრევიუ: მადრიდის "რეალი" – "გალათასარაი"
დღეს საღამოს "სანტიაგო ბერნაბეუს" თასზე ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და "გალათასარაი დაუპირისპირდებიან.

ეს იქნება "ბერნაბეუს" თასის რიგით 33-ე გათამაშება. მატჩი ესპანეთის დროით 22:30 საათზე(თბ. 00:30) სთ.) გაიმართება. ჟოზე მოურინიოს გუნდი ეცდება ტიტულის დაცვას, რომელიც გასულ წელს "პენაროლის" წინააღმდეგ მოიპოვეს.

ეს ტურნირი "რეალის" ლეგენდარული პრეზიდენტის, სანტიაგო ბერნაბეუს საპატივცემულოდ დაარსდა და ყოველ წელს იმართება. პირველი გათამაშება 1979 წელს ჩატარდა და მას შემდეგ სამეფო კლუბმა 21– ჯერ მოახერხა ტიტულის მოპოვება.

"გალათასარაი" პირველი თურქული კლუბია, რომელიც "ბერნაბეუს" თასზე მიიღებს მონაწილეობას. მათ ძალიან ცუდი სეზონი ჰქონდათ შარშან, როდესაც მხოლოდ მერვე ადგილს დასჯერდნენ თურქეთის "სუპერ ლიგაში". თუმცა წელს გუნდმა რადიკალური ცვლილებები განახორციელა და კლუბს ისეთი კვალიფიციური ფეხბურთელები შემატა, როგორებიც არიან ფელიპე მელო, ფერნანდო მუსლერა, ტომას უიფალუსი, ენჯინ ბაითარი და ემანუელ ებუიე ლონდონის "არსენალიდან".

მადრიდის "რეალი" და "გალათასარაი" სულ სამჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ევროპულ ტურნირებზე. პირველი მატჩი, ევროპის" სუპერ თასზე" 2000 წელს შედგა და თურქებმა დამატებით გოლში გატანილი გოლის წყალობით მოიპოვეს გამარჯვება.

ერთი წლის შემდეგ კი ისევ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ამჯერად ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ–ფინალში. პირველი მატჩი სტამბულში "გალათასარაის" გამარჯვებით 3-2 დასრულდა. თუმცა, განმეორებით შეხვედრაში, სანტიაგო ბერნაბეუზე "ბლანკოსმა" მოწინააღმდეგე 3-0 გაანადგურა და ნახევარ–ფინალის საგზურიც მოიპოვა.

"რეალისა"და "გალათასარაის" ურთიერთშეხვედრათა ცხრილი:

პრევიუ: მადრიდის "რეალი" – "გალათასარაი"


პრევიუ: მადრიდის "რეალი" – "გალათასარაი"



ასევე:

პრევიუ: მადრიდის "რეალი" – "გალათასარაი"



By Madridista.Ge
ავტორი - Nikusha7

ტეგები -
თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.

ავტორი: Nikusha7, თარიღი: 24-08-2011 14:36, კომენტარი: 385, სიახლე: 194  
Author
1 საათი ვჩალიჩობდი ჩემი შედგენილიაwink


--------------------

ავტორი: halaronaldo7, თარიღი: 24-08-2011 14:53, კომენტარი: 630, სიახლე: 244  
User
Nikusha7,
საღოლ მაგარი სტატიაა good


--------------------

ავტორი: Avtoshka, თარიღი: 24-08-2011 14:59, კომენტარი: 292, სიახლე: 224  
User
Nikusha7,
სააღოლ ძმა მაგარი სტატიაა


--------------------

ავტორი: Nikusha7, თარიღი: 24-08-2011 15:10, კომენტარი: 385, სიახლე: 194  
Author
halaronaldo7,
CR-7,

დიდი მადლობა fellow


--------------------

ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მაიკონი
პიშჩეკი
კარვახალი
ისლა
უოლკერი
ირაოლა
ბოსინგვა

რეკლამა
მთვლელები
www.wsa.ge alt navige ქართული ვებ ჰოსტინგი
სიახლეები
მულტიმედია
ბლოგი