|
მეტოქის წარდგენა – "გალათასარაი"
მოკლე ინფორმაცია, თურქული კლუბის სამუშაოზე სატრანსფერო ფანჯარაზე...
მადრიდის "რეალის" მეტოქემ სანტიაგო ბერნაბეუს თასზე, სერიოზული რესტრუქტურიზაციის პროცესი დაიწყო. "გალათასარაი" გეგმავს თურქეთის ჩემპიონატის მოგებას და ჩემპიონთა ლიგის მუდმივ მონაწილედ გახდომას. კლუბის ერთ–ერთი გამორჩეული ახალწვეული ფერნანდო მუსლერაა, რომელიც განვლილი კოპა ამერიკის ერთ–ერთი გმირი გახდა. პირველი ახალწვეული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, "ატლეტიკოს" ყოფილი მცველი, ტომაშ უიფალუში გახდა. ასევე "არსენალიდან" გადაბირებულ იქნა ემანუელ ებუე. ამ ტრანსფერებით, "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელი, ფატიჰ თერიმი ფიქრობს, რომ დაცვაში პრობლემები სრულად მოგვარდება. კლუბის ცენტრალური ზონა ყველაზე სუსტია. კლუბმა არდა ტურანის შენარჩუნებაც კი ვერ მოახერხა, რომელიც "ატლეტიკოში" გადაბარგდა. "იუვენტუსიდან" არენდით გადაიბირეს ფელიპე მელო, რომელიც ახლოს იყო "რეალში" გადაბარგებასთან. თურქული კლუბის თავდასხმის ხაზი, იოჰან ელმანდერმა (ფოტოზე) გააძლიერა, რომელიც ინგლისური "ბოლტონიდან" შეიძინეს. ასევე არ დაგავიწყდეთ მილან ბაროში, რომელმაც კლუბში დარჩენა ამჯობინა. ნათელია, რომ "რეალისთვის" სანტიაგო ბერნაბეუს თასის მოგება ადვილი არ იქნება. "გალათასარაი" ბოლო წლების ყველაზე სერიოზული მეტოქეა "სამეფო კლუბისთვის" ტიტულისთვის ბრძოლაში. ინფორმაციის წყარო: Merengues.ru ავტორი - Faqo Oo
თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.
ავტორი: Real Madrid C.F, თარიღი: 24-08-2011 15:41, კომენტარი: 39, სიახლე: 0
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
|
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მეგობრები
მთვლელები
|
|
სიახლეები
|
მულტიმედია
|
ბლოგი
|
We Are MADRIDISTAs - We Are №1 | MADRIDISTA.GE! © 2010-2012
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE












