MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ზიდანი სამუშაოს მომავალ კვირაში დაუბრუნდება

კატეგორია: სიახლეები თარიღი: 29-06-2016, 15:05
ზიდანი სამუშაოს მომავალ კვირაში დაუბრუნდება

"სამეფო კლუბის" თავკაცი რამდენიმე საკითხის მოგვარებას გეგმავს...

ამ დროისათვის მადრიდის "რეალის" თავკაცი თავის ოჯახთან ერთად შვებულებაშია. მიუხედავად ამისა, ახალი სეზონი ახლოვდება და ზიზუ თავის საქმიანობას უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება.

გუნდი ახალი სეზონისთვის მზადებას 15 ივლისიდან შეუდგება, მაგრამ ზიდანი ესპანეთის დედაქალაქს უკვე მომავალ კვირაში დაუბრუნდება, რათა აშშ-ში გამგზავრებამდე რამდენიმე დეტალი მოაგვაროს: ფიზიკური მომზადების გეგმა და ტრანსფერების საკითხი.

ასევე, ფრანგის ერთ-ერთი ამოცანა იმ ფეხბურთელებთან გასაუბრება იქნება, რომელთა მომავალიც კითხვის ნიშნის ქვეშაა. ეს ეხებათ ალვარო მორატას, ფაბიუ კოენტრაუს, მარკო ასენსიოსა და დიეგო ლიორენტეს. პრინციპში, თითოეული მათგანი ზიზუს გეგმებში შედის. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ იქნება მიღებული.

კაზემირო ახალი სეზონისთვის მზადებას 15 ივლისს დაიწყებს

კაზემირო ახალი სეზონისთვის მზადებას 15 ივლისიდან შეუდგება. ეს ზინედინ ზიდანისთვის ერთ-ერთი საუკეთესო სიახლეა. ბრაზილიის ნაკრები კოპა ამერიკას ნაადრევად გამოეთიშა. ამიტომ, კაზემიროს ძალების აღსადგენად თითქმის 1 თვე აქვს......

მორატას მომავალი უახლოეს პერიოდში გაირკვევა

მომდევნო კვირაში ალვარო მორატა თავის მომავალში სრულად გარკვევას გეგმავს მას შემდეგ, რაც მადრიდის "რეალმა" მისი გამოსყიდვის პუნქტის გააქტიურება გადაწყვიტა......

Jugones: ზიდანი მომდევნო სეზონშიც "რეალის" მწვრთნელი იქნება

მადრიდის "რეალის" მომავალი სეზონისთვის ზინედინ ზიდანი მოამზადებს......

მედრანი მოსამზადებელ ეტაპს "რეალთან" ერთად გაივლის

კანტერანო ახალი სეზონისთვის მზადებას პირველ გუნდთან ერთად გაივლის......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.08.2019 21:00


1 - 3

17.08.2019 19:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2019.