რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » მედრანის გამოსამშვიდობებელი წერილი

მედრანის გამოსამშვიდობებელი წერილი

19-07-2016, 02:42
ავტორი: ZZ
ნახვა: 541
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
მედრანის გამოსამშვიდობებელი წერილი
"რეალში" გატარებული ხუთი წლის შემდეგ, ალვარო მედრანი მადრიდისტებს გამოემშვიდობა. ის "ვალენსიაში" გადაბარგდა. თუმცა, მშობლიურ კლუბს არ ივიწყებს...

"პირველ რიგში, ყველა მწვრთნელს მადლობას ვუხდი, ვისთან ერთადაც მადრიდულ გრანდში ვიმუშავე. ასევე, მადლობას ვუხდი "ვალდებებასის" მუშა-პერსონალს. მადლობა იმას, ვინც ჩემი ირწმუნა, კარიერა გამიუმჯობესა, ჩემი თამაში და ხასიათი ჩამოაყალიბა. განსაკუთრებული სიყვარულით სამედიცინო შტაბის წარმომადგენლებს მოვიკითხავ".

"პირველი გუნდისა და "კასტილიას" ფეხბურთელებს უდიდესი მადლიერებით მოვიხსენიებ, რადგან ყველაზე მეტი მათგან ვისწავლე. ისინი ჩემს გვერდით იყვნენ როგორც კარგ, ასევე ცუდ პერიოდებში. ეს კლუბი დამეხმარა ის პერიოდი გამომევლო, რომელზეც მუდამ ვოცნებობდი. ბედნიერი ვარ, რომ ზინედინ ზიდანის, კარლო ანჩელოტის, ფერნანდო იეროს ხელმძღვანელობით ვიასპარეზე. მადლობას ვუხდი განგებას, რომ კასილასთან, არბელოასთან, რამოსთან, კრიშტიანუ რონალდუსა და სხვა ვარსკვლავებთან ვარჯიშის საშუალება მომეცა".

"და ბოლოს, მადლობას ვუხდი ყველა ჩემს ქომაგს, რომლებიც თავიდან ბოლომდე მამხნევებდნენ. ყველას ძლიერ ვეხვევი და დიდ სიყვარულს ვუგზავნი".
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.