რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » ოფიციალურად: მაიორალი არენდით "ვოლფსბურგში" გადაბარგდა

ოფიციალურად: მაიორალი არენდით "ვოლფსბურგში" გადაბარგდა

21-07-2016, 00:26
ავტორი: ZZ
ნახვა: 609
კომენტარი: 1
საბეჭდი ვერსია
ოფიციალურად: მაიორალი არენდით "ვოლფსბურგში" გადაბარგდა
კლუბებმა ესპანელი თავდამსხმელის არენდის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს...

ბორხა მაიორალმა მადრიდის "რეალის" საწვრთნელი ბანაკი დატოვა, რათა "ვოლფსბურგს" შეუერთდეს, რომლის რიგებშიც მომავალ სეზონში არენდით იასპარეზებს. გერმანიაში გამგზავრების წინ, მაიორალმა მადრიდისტებს მიმართა:

"გამოცდილების მიღებას ვგეგმავ და ყველაფერს გავაკეთებ აქ დასაბრუნებლად. მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვთამაშობდი და ამის შანსი ბევრს არ ეძლევა. თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, ფიზიოთერაპევტებს და ყველა ჩემს მხარდამჭერს მადლობას ვუხდი".

"მადრიდის "რეალში" ცხრა დაუვიწყარი წელიწადი გავატარე. ახლა ემოციებით აღსავსე ვარ. მადლობას ვუხდი კლუბს ყველაფრისთვის, რაც ამ დროის განმავლობაში მომცა".

"გასული სეზონი საოცარი იყო. გასული სეზონის მოსამზადებელი ეტაპი ავსტრალიაში გავატარე. ის სეზონი წარმატებით აღსავსე იყო".

""ვოლფსბურგი" გერმანულ ფეხბურთში და ბუნდესლიგაში დიდი სახელის მქონე გუნდია. კარიერის ახალ ეტაპს დიდი მღელვარებით ვხვდები".
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.
კომენტარები (1)
Offline Offline zizou 21 ივლისი 2016 09:14
ვაა კაიაა დიდ იმედებს ვამყარებ ამ ბიჭზე და იმედია გაამართლებხ..
          1

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.