რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » გვარდიოლა კროოსის გადაბირებაზე ისევ ოცნებობს

გვარდიოლა კროოსის გადაბირებაზე ისევ ოცნებობს

22-07-2016, 21:41
ავტორი: ZZ
ნახვა: 606
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
გვარდიოლა კროოსის გადაბირებაზე ისევ ოცნებობს
"მანჩესტერ სიტის" ახალი თავკაცი, პეპ გვარდიოლა, ტონი კროოსის გადაბირებით ისევ ინტერესდება. ესპანელი მწვრთნელი თვლის, რომ გერმანელ ნახევარმცველს შეუძლია ახალ სეზონში "ქალაქელების" ლიდერი იყოს...

ბრიტანული გამოცემა The Mirror-ის ინფორმაციით, გვარდიოლამ კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას კროოსის შეძენა ითხოვა. ამიტომ, "მანჩესტერ სიტი" ტონის შეძენას კიდევ ერთხელ შეეცდება. ვარაუდობენ, რომ მანჩესტერელები "რეალს" გერმანელის სანაცვლოდ 60 მლნ. ევროს შესთავაზებენ.

თუმცა, თავად კროოსს "სანტიაგო ბერნაბეუს" დატოვების სურვილი არ აქვს. ის კლუბს კარგად მოერგო და თანაგუნდელებთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. გარდა ამისა, ტონი ზინედინ ზიდანის გუნდში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა და ფრანგი მწვრთნელი მის "სიტიში" გაშვებას არ აპირებს.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.