|
მიგელ პარდესას მატჩის შემდგომი კომენტარი
მადრიდის "რეალის" საფეხბურთო დირექტორმა, მიგელ პარდესამ "სარაგოსასთან" 6-0 მოგებული მატჩის ანალიზი გააკეთა პრესასთან.
"შესანიშნავად დავიწყეთ სეზონი. შარშანაც კარგი სტარტი გვქონდა, მაგრამ 2 ქულა დავკარგეთ პირველ ტურში. წელს ყველაფერი სხვაგვარადაა, გუნდმა ბრწყინვალე თამაში აჩვენა და ქულების მაქსიმალური რაოდენობაც დააგროვა." "ფეხბურთელებმა კარგი თამაში აჩვენეს მიუხედავად იმისა, რომ არც ისე კარგ მდგომარეობაში იყო მინდორი. გუნდი პრე–სეზონზე ბრწყინვალე ფორმაში იყო და სეზონის სტარტშიც ისევ ასეა. მაგრამ უნდა გავითავისოთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩემპიონატის კალენდარი ძალიან რთულია და ჩვენ ამ სირთულეებისსირთულის გადალახვა მოგვიწევს." "გუნდმა იცის, რომ კარგი სტარტი ყოველთვის მნიშვნელოვანია და ამიტომ გამარჯვებისათვის ყველაფერი გააკეთა." "კრიშტიანუ გამორჩეული ფეხბურთელია. მას აქვს მებრძოლი ხასიათი, არასდროს ნებდემა და არც კომპრომისებზე მიდის. რიკარდო კაკა ყველას უყვარს. მას ბოლო წლებში ძალიან ბევრი ტრავმა აწუხებდა, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა. ყველას სჯერა, რომ წელს მას ძალიან წარმატებული სეზონი ექნება მადრიდის "რეალთან" ერთად." – დაასრულა პარდესამ. ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com ავტორი - Nikusha7
თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.
ავტორი: teo madridista, თარიღი: 29-08-2011 12:34, კომენტარი: 192, სიახლე: 0
ავტორი: samegrelo19, თარიღი: 29-08-2011 12:35, კომენტარი: 6, სიახლე: 0
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
|
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მეგობრები
მთვლელები
|
|
სიახლეები
|
მულტიმედია
|
ბლოგი
|
We Are MADRIDISTAs - We Are №1 | MADRIDISTA.GE! © 2010-2012
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE













