MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ხესეს ბუნდესლიგიდან და პრემიერლიგიდან შემოთავაზება აქვს

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები თარიღი: 25-07-2016, 00:35
ხესეს ბუნდესლიგიდან და პრემიერლიგიდან შემოთავაზება აქვს

დიდი ალბათობით, ხესე როდრიგესი გუნდს დატოვებს...

კანტერანოს მომავალი კვლავ ბურუსითაა მოცული. ხელმძღვანელობა თვლის, რომ ხესე არენდით რომელიმე გუნდში უნდა გადაბარგდეს, რათა გამოცდილება დააგროვოს, რადგან ალვარო მორატას გუნდში დაბრუნება როდრიგესს ძირითადისთვის ბრძოლის შანსს არ უტოვებს.

ფეხბურთელის აგენტის, ხინეს კარვახალი, თავისი კლიენტისთვის რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. ხესეს გადაბირების სურვილი "ესპანიოლმა", "ბეტისმა" და "ლას-პალმასმა" გამოთქვეს, მაგრამ ფეხბურთელის წლიური ხელფასი (1,7 მლნ. ევრო) ესპანური კლუბების უმეტესობისთვის მიუწვდომელია. ამიტომ, პრიორიტეტული ვარიანტები ბუნდესლიგა და პრემიერლიგა იქნება.

ხესეს აგენტს გერმანულ კლუბებთან კარგი ურთიერთობა აქვს. ხინეს კარვახალმა 2010 წელს რაულის "შალკეში" ტრანსფერი გაჩარხა, ხოლო 2012 წელს დანი კარვახალი ლევერკუზენის "ბაიერში" მისი წყალობით მოხვდა. 2013 წელს ხესეს "ბაიერში" გადაბარგება შეეძლო, მაგრამ ფეხბურთელმა და ხელმძღვანელობამ ამ ვარიანტზე უარი თქვეს. გარდა ამისა, როდრიგესი პრემიერლიგაში გადაბარგების ვარიანტსაც განიხილავს, სადაც თანამემამულეები - ვალდესი, დეულოფეუ, მუნიოსა და დერიკ ოსედე ასპარეზობენ. ეს უკანასკნელი "რეალის" აღზრდილია. მან მადრიდული გრანდის აკადემიაში 13 წელიწადი გაატარა.

ამ დროისათვის "რეალი" და ხესე კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობენ, რომელიც მომავალი წლის ზაფხულში იწურება.

"რეალი" ხესეს სხვა გუნდის მოძებნას ურჩევს

მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობას ხესე როდრიგესთან საუბარი ჰქონდა. კლუბმა კანტერანოს ურჩია სათამაშო პრაქტიკის მისაღებად სხვა გუნდში გადაბარგდეს......

ხესეს "რეალში" დარჩენა სურს

ხესეს მომავალი კვლავ ზიდანის ხელთაა. ნიჭიერ კანტერანოს მშობლიურ კლუბში დარჩენის სურვილი აქვს, მაგრამ უკეთესი არ იქნება სხვა კლუბში გადაბარგდეს? BBC-ს ტრიო და მორატას გუნდში დაბრუნება მას სათამაშო პრაქტიკის მიღების შანსს უკარგავს....

ხესე შესაძლოა არენდით "ესპანიოლში" გადაბარგდეს

კატალონიური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, ხესე როდრიგესი შესაძლოა არენდით "ესპანიოლში" გადაბარგდეს......

ხესეს აგენტი: ""რეალმა" ჩემი კლიენტის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს"

ხესე როდრიგესის აგენტმა, ხინეს კარვახალმა, ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა......

ხესე "ინტერის" სამიზნეა

მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯარა დახურულია, კანტერანოს მომავალი კვლავ ბურუსითაა მოცული......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

15.04.2019 23:00


2 - 1

06.04.2019 18:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.