რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » ჩიჩარიტო: ""რეალმა" ჩემს გამოსყიდვაზე უარი თქვა"

ჩიჩარიტო: ""რეალმა" ჩემს გამოსყიდვაზე უარი თქვა"

8-06-2015, 14:00
ავტორი: ZZ
ნახვა: 1037
კომენტარი: 2
საბეჭდი ვერსია
ჩიჩარიტო: ""რეალმა" ჩემს გამოსყიდვაზე უარი თქვა"
"ემიუს" მექსიკელმა ფორვარდმა გამოცემა AS–ს ინტერვიუ მისცა...

"რეალში" ასპარეზობის გაგრძელება გსურდათ?

"ამ მომენტისათვის "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი ვარ. მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ ჩემს გამოსყიდვაზე უარი თქვა. თუ "სამეფო კლუბს" მომდევნო სეზონისთვის ჩემი გადაბირება სურს, სხვა გუნდებთან ბრძოლა მოუწევს. ახლა არდადეგებზე და ოქროს თასზე ვარ კონცენტრირებული. მსურს ისეთ კლუბში ვიყო, რომელიც ნდობას და მხარდაჭერას გამომიცხადებს".

რა აზრის ხართ ბენიტესზე?

"ის დიდი მწვრთნელია. ადამიანთა უმეტესობა მასზე მაღალი წარმოდგენისაა. იმედი მაქვს, ის ამ შანსს გამოიყენებს".

გაგიკვირდათ ის, რომ გუნდმა ანჩელოტის მხარი დაუჭირა?

"არა, ის დიდი მწვრთნელია და მას დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. ცხოვრებაში ადამიანები ზოგიერთთან კარგად არიან, ზოგიერთთან ურთიერთობას ვერ აწყობენ. თუმცა, გადაწყვეტილებას ყოველთვის "ზემოთ" იღებენ".

მადრიდში გატარებულ სეზონს ანალიზი გაუკეთეთ...

"სეზონის პირველი ნაწილი ჩემთვის ძალიან რთული და გაურკვეველი იყო. სეზონის დასკვნით ნაწილში კი ფეხბურთელთა ტრავმების გამო ჩემი შესაძლებლობების გამოვლენა შევძელი".

რა მოგცათ "რეალში" ჩატარებულმა ერთმა წელმა?

"მან ჩემს პირად ცხოვრებაში ბევრი დადებითი რამ მომცა. წელიწადი ისე სრულდება, როგორც მსურდა. ვფიქრობ, კარგი სეზონი ჩავატარე და არაფერზე ვნანობ".
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.
კომენტარები (2)
Offline Offline skysport 8 ივნისი 2015 16:26
samwuxaroa mara ese jobiaa
          1
Offline Offline manchester united 8 ივნისი 2015 16:56
wamovides chventan ra unda realshi
          2

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.