MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ვარანი: "კლუბისა და გულშემატკივრების სიყვარულს ვგრძნობ"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ თარიღი: 26-07-2016, 09:58
ვარანი: "კლუბისა და გულშემატკივრების სიყვარულს ვგრძნობ"

მადრიდის "რეალის" ფრანგი ცენტრბექის ინტერვიუ...

"ახალი სეზონი, ახალი ნომერი და ვიმედოვნებ, უფრო განვვითარდები. დადებითად ვარ განწყობილი და განვითარება მსურს. კლუბისა და გულშემატკივრების სიყვარულს ვგრძნობ, თითქოს კანტერანო ვარ. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად ვთამაშობ. ყველაფერი მაქვს იმისათვის, რომ გავუმჯობესდე".

"უკვე ხუთი წელიწადია, რაც "რეალში" ვიმყოფები და მსურს მომდევნო სეზონი რაც შეიძლება უკეთესად ჩავატარო. ყველაფერი საუკეთესო წინ არის. საკუთარ მომავალში დარწმუნებული ვარ. აქ განვითარებას გავაგრძელებ. ცხოვრებაში გადაწყვეტილებების მიღება უნდა იცოდე. კლუბის ხელმძღვანელობას და ზიდანს ვესაუბრე. "რეალში" დარჩენა გადავწყვიტე, რადგან აქ ბედნიერი ვარ".

"რეალი"

"ვერასდროს წარმომედგინა, რომ აქ აღმოვჩნდებოდი. ეს რაღაც საოცრებაა. 18 წლიდან "რეალის" ფეხბურთელი ვარ და უკვე ორი ჩემპიონთა ლიგა მოვიგე. ეს შესანიშნავია! მოახლოვებულ სეზონში ფეხბურთისგან სიამოვნების მიღება მსურს, რადგან "სამეფო კლუბის" მაისურის ტარება უდიდესი ბედნიერებაა. ბევრს ვიმუშავებ და მოედანზე ბოლომდე დავიხარჯები".

ტრავმა

"ევროპის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგის ფინალი გამოვტოვე. მსურს ეს ნეგატივი დავივიწყო და ყველაფერი ახალი ფურცლიდან დავიწყო. დარწმუნებული ვარ, პროგრესირებისთვის მადრიდის "რეალი" საუკეთესო კლუბია. აქ კიდევ დიდი ხნით დარჩენა მსურს".

კონკურენცია

"გუნდს კონკურენცია სჭირდება. ჩემი მიზანია საუკეთესო დონეს მივაღწიო და გავძლიერდე. ყველანი ბევრს ვმუშაობთ, ტრავმებისგან არავინაა დაზღვეული. სეზონისთვის კარგად მომზადებაა საჭირო, რათა ოპტიმალურ კონდიციებში იყო. ძალიან მძიმე ვარჯიშებია. აქ მეექვსე სეზონს ვატარებ და პირველად ხდება, როცა ვარჯიშები ასეთი რთულია".

"პსჟ"

"ძალიან ბევრს ვვარჯიშობთ. მოსამზადებელი ეტაპის ამოცანაა ახალ სეზონს ოპტიმალურ კონდიციებში შევხვდეთ. "პსჟ"-სთან მატჩი სათამაშო ტონუსს დაგვიბრუნებს და ტაქტიკაზე მუშაობის საშუალებას მოგვცემს. ეს მატჩი სეზონის დასაწყებად იდეალურია".

ბენზემა

"ის ფორმას იბრუნებს. ქარიმი ბედნიერია და მატჩების დაწყებას მოუთმენლად ელოდება".

ბალანსი

"დიახ, თამაშში ბალანსი უნდა მოვიპოვოთ. კონტრშეტევებზე ბევრს ვიმუშავებთ. ჩვენს გუნდში თავდასხმაში მცველებიც მონაწილეობენ. ართმევისას კარგი უნდა იყო და შეტევასაც ეხმარებოდე. როცა ერთ მუშტად შეკრულები ვართ, მიზანსაც ვაღწევთ".

პოგბა

"ის ჩემი მეგობარია. მას ვესაუბრე, მაგრამ ეს დიდი ხნის წინ მოხდა. არ ვიცი, რა უნდა გითხრათ. პოლი დიდებული ფეხბურთელია. შესანიშნავი გუნდი გვყავს. გადაწყვეტილებას კლუბის ხელმძღვანელობა იღებს. ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით".

პირობები მონრეალში

"იდეალური პირობები გვაქვს. ყველაფერია იმისათვის, რომ კარგად ვივარჯიშოთ და სეზონისთვის მოვემზადოთ. გუნდი ძალიან კარგად მუშაობს".

მარსელო: "არ ვთვლი, რომ ჩემს პოზიციაზე საუკეთესო ვარ"

მარსელომ "პსჟ"-სთან გასამართი საშინაო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ლუკა მოდრიჩი: "დარწმუნებული ვარ, რამოსს "რეალში" დარჩენა სურს"

"მანჩესტერ სიტისთან" გასამართი ამხანაგური მატჩს წინ, ლუკა მოდრიჩმა პრესკონფერენცია გამართა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

05.05.2019 18:15


1 - 0

28.04.2019 22:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.