რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » ჩერიშევი: "ჩემს მომავალზე გადაწყვეტილებას "რეალი" მიიღებს"

ჩერიშევი: "ჩემს მომავალზე გადაწყვეტილებას "რეალი" მიიღებს"

8-06-2015, 14:29
ავტორი: ZZ
ნახვა: 767
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
ჩერიშევი: "ჩემს მომავალზე გადაწყვეტილებას "რეალი" მიიღებს"
"რეალის" რუსმა ნახევარმცველმა დენის ჩერიშევმა, რომელმაც გასული სეზონი არენდით "ვილიარეალში" გაატარა, მომავალ სეზონშიც "ყვითელ სუბმარინაში" ასპარეზობის სურვილი გამოთქვა...

ჩერიშევს "ვილიარეალთან" არენდა ამოეწურა და "რეალში" დაბრუნება მოუწევს. შემდეგ კი რუსი ფეხბურთელის მომავალს მადრიდული გრანდი გადაწყვეტს.

"ჯერჯერობით არ ვიცი, რა მოხდება მომავალში. ჩემი მომავლის შესახებ მარსელინო გარსიას ვესაუბრე. მან მითხრა, რომ ჩემი იმედი აქვს. ამიტომ, დღესდღეობით ნამდვილად არ ვიცი, რა მელოდება მომავალში".

"მომავალი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული და ეს სირთულეებს ქმნის. ჩემს კლუბს უნდა დავუბრუნდე და პირველ რიგში, გადაწყვეტილება "რეალმა" უნდა მიიღოს. როგორც კი მადრიდში გადაწყვეტილებას მიიღებენ, ყველაფერს ნათელი მოეფინება".

""ვილიარეალში" დარჩენა მსურს. უფრო მეტიც, კარგად მომეხსენება, რომ "ყვითელი სუბმარინა" სპორტული და პროფესიონალური თვალსაზრისით ბევრ გუნდს სჯობს. ჯერჯერობით ჩემს შესახებ გავრცელებული ყველანაირი ინფორმაცია ჭორია, მაგრამ "ვილიარეალში" სიამოვნებით დავრჩებოდი"
– განაცხადა ჩერიშევმა.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.