|
რონალდუ:"წესების დარღვევა აბიდალისგან? არაფერი მიკვირს"
კრიშტიანუ რონალდუმ "ბარსელონა"–"პორტუს" (2:0) მატჩის მსაჯობაზე ისაუბრა.
"არ გავუკეთებ კომენტარს მონაკოს არბიტრაჟს, რადგან ვერაფერმა გამაოცა" – ასეთი კომენტარი გაუკეთა რონალდუმ იმ ფაქტს, როცა აბიდალმა გუარინის წინააღმდეგ წესები დაარღვია და პენალტი არ დაინიშნა ევროპის სუპერთასზე. ასევე პორტუგალიელმა ჟურნალისტებმა კრიშტიანუს ჰკითხეს, რატომ აქვს უფრო მეტი დატვირთვა "რეალში", ვიდრე ნაკრებში. "მუდამ, რასაც ჩემზე ამბობენ, სიმართლე იქნება ეს თუ ტყუილი, ერთადერთი რამ კარგად ვიცი – ჩემი მიზანია მოვუტანო წარმატება ერთსაც და მეორესაც". კვიპროსთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გასამართ მატჩზე, მადრიდის "რეალის" სუპერვარსკვლავმა შემდეგი განაცხადა: "ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყურადღებით უნდა ვიყოთ. არ დავუშვებთ იმ შეცდომებს, რაც გასულ შეხვედრაში მოხდა (4:4). მნიშვნელოვანია პირველ ადგილზე დარჩენა. გარდა ამისა, კვიპროსი საკუთარი მაყურებლის წინაშე თამაშობს. ისინი უფრო გახსნილად ითამაშებენ და ეს ჩვენ წაგვადგება". ინფორმაციის წყარო: As.com ავტორი - Faqo Oo
თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
|
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მეგობრები
მთვლელები
|
|
სიახლეები
|
მულტიმედია
|
ბლოგი
|
We Are MADRIDISTAs - We Are №1 | MADRIDISTA.GE! © 2010-2012
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE













--------------------