» » ზიდანს ალაბას ყიდვა უნდა
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 513
  • ავტორი: we love madrid
  • თარიღი: 30-07-2016, 20:28
30-07-2016, 20:28

ზიდანს ალაბას ყიდვა უნდა

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები

ზიდანს ალაბას ყიდვა უნდა
ზინედინ ზიდანმა ფლორენტინო პერესს დავიდ ალაბას ყიდვა დაავალა...

ავსტრიელ ფეხბურთელს რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში, არის ახალგაზრდა და მარცხენა ფეხით შესანიშნავ დარტყმას ფლობს. სწორედ ამიტომ, "რეალის" მწვრთნელი ალაბათი მოხიბლულია და მისი გუნდში დამატება სურს. მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ "ბაიერნი" მის გაყიდვას არ აპირებს. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კი 1 თვე დარჩა.

ალაბამ "ბაიერნში" დაამტკიცა, რომ მისი გამოყენება ბევრ პოზიციაზეა შესაძლებელი. მისი ფავორიტი პოზიცია დაცვის მარცხენა ფლანგია. თუმცა, გერმანულ კლუბში მან ნახევარდაცვაშიც კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. ავსტრიელის უნივერსალობა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ზიზუს მისი დამატება სურს.

როგორც ცნობილი გახდა, ზიდანმა ფლორენტინოს მისი ყიდვა დაავალა, თუმცა პრეზიდენტისგან დამაიმედებელი პასუხი ვერ მიიღო: "თუ "ბაიერნი" არ მოისურვებს მის გაყიდვას, ბევრს ვერაფერს გავაკეთებთ". გერმანული მხარე თანამშრომლობაზე უარს აცხადებს და ტონი კროოსის შემდეგ კონკურენტის გაძლიერებას აღარ აპირებს.

ალაბა მადრიდის "რეალისთვის" იდეალური ვარიანტია, რადგან მას შეუძლია შეცვალოს, როგორც მარსელო, ასევე პეპე. ავსტრიელ ნახევარმცველს ასევე თავისუფლად შეუძლია ნახევარდაცვის ცენტრშიც დაიმკვიდროს ადგილი. ალაბას მადრიდული კლუბისთვის დიდი დახმარების გაწევა შეუძლია, მაგრამ მისი ყიდვა რთული იქნება, რადგან "ბაიერნს" ამ ტრასნფერზე ლაპარაკიც კი არ სურს.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.