» » "რეალისა" და "ჩელსის" მატჩი ჩაშლის პირასაა
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 707
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 30-07-2016, 20:34
30-07-2016, 20:34

"რეალისა" და "ჩელსის" მატჩი ჩაშლის პირასაა

კატეგორია: სიახლეები, ამხანაგურები

"რეალისა" და "ჩელსის" მატჩი ჩაშლის პირასაა
კოკისპირული წვიმის გამო, მადრიდის "რეალსა" და ლონდონის "ჩელსის" შორის გასამართი მატჩი ჩაშლის პირასაა. ამასთან ერთად, მატჩის ხელმძღვანელები შეხვედრის მოგვიანებით ჩატარების საკითხსაც განიხილავენ...

ყველაფერი მიჩიგანის სტადიონის სადრენაჟო სისტემაზე იქნება დამოკიდებული. თუმცა, "რეალის" ხელმძღვანელობამ სტადიონის ბალახის საფარის ხარისხით უკმაყოფილება უკვე გამოხატა.

ამ მომენტისათვის სტადიონზე სამუშაოები მიმდინარეობს, რათა გაზონი ძლიერი წვიმისგან დაცული იყოს.

უახლოეს პერიოდში International Champions Cup-ის ხელმძღვანელები მატჩის ჩატარების თაობაზე თავიანთ გადაწყვეტილებას გვამცნობენ. შეხვედრაზე დასწრებას დაახლოებით 100 000 გულშემატკივარი აპირებს.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.