MADRIDISTA.GE

Real Madrid News

მარსელო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

კატეგორია: სიახლეები, ოფიციალური, ამხანაგურები თარიღი: 31-07-2016, 14:38
მარსელო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

მარსელო "ჩელსისთან" შეხვედრაში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აირჩიეს...

ბრაზილიელმა ლონდონურ კლუბთან ჩინებულად იასპარეზა და დუბლის გაფორმებაც შეძლო. ჯილდოს მიღების შემდეგ მარსელო ჟურნალისტებსაც გაესაუბრა: "გუნდმა კარგად იმუშავა. ეს ჩვენთვის მხოლოდ მეორე თამაშია. "ჩელსისთვის" კი მეოთხე თუ მეხუთე. პირველ შეხვედრაში ინტენსიურობა გვაკლდა. თუმცა, ვფიქრობ დღეს ბევრად უკეთ ვითამაშეთ. ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია, წინ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო".

ინტენსიურობა
"როდესაც ინტენსიურად თამაშობ, ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. ჩვენი მიზანია თითოეული შეხვედრა ფინალივით ვითამაშოთ და დღევანდელ შეხვედრაში გუნდმა კარგი თამაში აჩვენა, ბოლოს დაშვებულ შეცდომებს თუ არ ჩავთვლით".

"ვცდილობდი გოლი ყველა თანაგუნდელთან ერთად აღმენიშნა. მე მივედი სათადარიგო სკამთან და მათაც გავუზიარე ჩემი სიხარული. ჩვენ ერთ ოჯახივით ვართ. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. თუმცა, ყოველთვის უნდა ეცადო, რომ გაუმჯობესდე. მარიანოთი ძალიან გახარებული ვარ. მან საოცარი გოლი გაიტანა".

სუპერთასი
"ჩვენ ვაპირებთ გავიმარჯვოთ და სიამოვნება მივიღოთ ამ თამაშით. რა თქმა უნდა, "სევილიას" პატივი უნდა ვცდეთ, მაგრამ ჩვენ მხოლოდ გამარჯვებისთვის ვემზადებით".

ანჩელოტი და ბაიერნი
"მოსაგებად ყველაფერს გავიღებთ. კარლო ჩვენი მწვრთნელი იყო და მას ფეხბურთელებთან მშვენიერი დამოკიდებულება ჰქონდა. ჩვენ მას პატივს ვცემთ, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, ვის წინააღმდეგ ვთამაშობთ. ეს მადრიდის "რეალია" და ჩვენ თითოეულ შეხვედრაში გამარჯებისთვის ვიბრძვით".

ზიდანი: "თამაშით კმაყოფილი ვარ"

ზინედინ ზიდანმა "ჩელსისთან" შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ვეცდებით გულშემატკივარს კარგი სანახაობა შევთავაზოთ"

ზინედინ ზიდანი "ჩელსისთან" მატჩამდე ჟურნალისტებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა......

ისკო: "დღევანდელი მატჩითა და გამარჯვებით კმაყოფილები ვართ"

ისკო ალარკონი, მარსელო, ლუკას ვასკესი და კეილორ ნავასი "ხეტაფესთან" (1:5) მატჩის შემდეგ......

პეპე: "გუნდურად ვითამაშეთ და ხასიათი გამოვავლინეთ"

პეპეს, ხამესის, კეილორ ნავასისა და მარსელოს მატჩისშემდგომი კომენტარები......

რაფა ბენიტესი: "ოპტიმისტად ვრჩები"

რაფა ბენიტესი ხიხონის "სპორტინგთან" (0:0) მატჩის შემდეგ......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

31.03.2019 23:45


2 - 0

16.03.2019 19:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 27 69 26 63
2 ატლეტიკო 28 39 19 56
3 რეალი 28 49 32 54
4 ხეტაფე 27 36 24 45
5 ალავესი 28 31 31 44
6 სევილია 27 46 36 40




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.