რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » მარსელომ სეზონში ჩატარებული მატჩებით თავისივე რეკორდი დაამხო

მარსელომ სეზონში ჩატარებული მატჩებით თავისივე რეკორდი დაამხო

8-06-2015, 20:37
ავტორი: ZZ
ნახვა: 800
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
მარსელომ სეზონში ჩატარებული მატჩებით თავისივე რეკორდი დაამხო
ბრაზილიელმა განვლილ სეზონში 53 მატჩი ჩაატარა...

განვლილ სეზონში მარსელო ერთ–ერთი ფეხბურთელი იყო, რომელმაც "რეალის" რიგებში ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა. ბრაზილიელმა საგრძნობლად მოუმატა როგორც დაცვით, ისე შემტევ ფუნქციებში. მარსელომ "ბლანკოსის" რიგებში 53 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რაც მისი "სამეფო კლუბში" გადაბარგების (2007 წელი) დღიდან საუკეთესო მაჩვენებელია.

აქამდე რეკორდი 2010/11 წლების სეზონში დაფიქსირდა, როცა ბრაზილიელმა 50 მატჩი ჩაატარა. 2011/12 წლების სეზონში მარსელო მოედანზე 44–ჯერ გავიდა, 2009/10 წლების სეზონში კი 43–ჯერ. ჯამში მან "რეალის" მაისურით 320 ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

გოლები და ასისტები
განვლილ სეზონში მარსელომ "რეალის" რიგებში 6 ტურნირზე იასპარეზა: 34 მატჩი ლა ლიგაში, 11 ჩემპიონთა ლიგაზე, 3 სამეფო თასზე, 2 ესპანეთის სუპერთასზე, 1 ევროპის სუპერთასზე და 2 მსოფლიო საკლუბო მუნდიალზე. მასზე მეტი შეხვედრა მხოლოდ ტონი კროოსმა და კრიშტიანუ რონალდუმ ჩაატარეს. ბრაზილიელმა აქტივში 4 გოლი და 8 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.