რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » მარკო ასენსიომ "რეალში" დარჩენა დაიმსახურა

მარკო ასენსიომ "რეალში" დარჩენა დაიმსახურა

2-08-2016, 23:11
ავტორი: ZZ
ნახვა: 810
კომენტარი: 1
საბეჭდი ვერსია
მარკო ასენსიომ "რეალში" დარჩენა დაიმსახურა
ამ დროისათვის მარკო ასენსიო მადრიდის "რეალის" ერთადერთი ახალი ფეხბურთელია, რომელმაც ორი ამხანაგური მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. ნახევარმცველის პასების სიზუსტე 86%-ს შეადგენდა, კარის მიმართულებით სამჯერ დაარტყა, გუნდისთვის ოთხი ჯარიმა გამოიმუშავა და მთლიანობაში მუდამ სახიფათო იყო, როცა ბურთს მიიღებდა. ასენსიომ თავის შესაძლებლობებში არამარტო ზინედინ ზიდანი, არამედ კლუბის ხელმძღვანელობაც დაარწმუნა...

ამ ზაფხულს "რეალის" სატრანსფერო პოლიტიკა მოლოდინზეა დაფუძნებული. კლუბის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ტრანსფერების განხორციელებამდე გუნდი რომელიმე ფეხბურთელმა უნდა დატოვოს. ამიტომ, "სამეფო კლუბმა" არც პოგბა, არც კანტე და არც ვერატი არ შეიძინა. ასენსიოს თამაში "რეალის" სტილს იდეალურად მოერგო. შესაბამისად, 20 წლის ესპანელი მადრიდულ გრანდში დარჩება.

ამ გადაწყვეტილების ფონზე, გუნდს ისკო-ხამესის დუეტიდან ერთ-ერთი დატოვებს, რადგან მათი გუნდში ყოფნით ასენსიო სათამაშო დროს ვერ მიიღებს.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.
კომენტარები (1)
Offline Offline jinjo 3 აგვისტო 2016 22:51
კარგია, რომ დატოვებენ გუნდში რეალის აღზრდილი ყოველთვის ბოლომდე დაიხარჯება
          1

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.