|
კრიშტიანუ, ბრაზილიელი რონალდოს რეკორდის დასამხობისკენ მიიწევს
სიახლეები, ოფიციალური / 4-09-2011, 21:08
კრიშტიანუ რონალდუ თავის რეკორდებს არ სჯერდება, ის ისევ მიისწრაფვის რეკორდების დასამყარებლად.
პორტუგალიელმა სუპერვასკვლავმა მოუხშირა ჰეთ-ტრიკების შესრულებას, რაც ძალიან კარგია. მან კვიპროსთან მატჩში დუბლი შეასრულა, მაგრამ რასაკვირველია მას ჰეთ-ტრიკების შესრულება უფრო გამოსდის. რონალდუმ სამი გოლი "სარაგოსას" გაუტანა, ხოლო ორი გოლი კვიპროსს. ახლა, ის მადრიდში ბრუნდება და გააგრძელებს ვარჯიშს "ხეტაფესთან" გასამართი მატჩისათვის. როგორც ვიცით, პორტუგალიელს "ხეტაფესთან" თამაში არ უჭირს, რადგან მან გაუსლ სეზონში ზემოთხსენებულ კლუბს, ორი მატჩის ჯამში 5 გოლი გაუტანა. რონალდუ, მადრიდის "რეალის" ლეგენდის ბრაზილიელი რონალდოს რეკორდის დასამყარებლად მიისწრაფვის. კრიშტიანუ რონალდუს სტატისტიკა საოცარია. ფეხბურთელს აქვს შანსი, გახდეს მადრიდის "რეალის" ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელი. პორტუგალიელმა სუპერვასკვლავმა შექმნა თავისი ისტორია სახელად "CR7". კრიშტიანუმ უკვე მიიღო საუკეთესო გოლეადორის სტატუსი. ახლა კი, მას აქვს შანსი გახდეს მადრიდის "რეალის" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი. მის მიერ შესრულებული 9 ჰეთ-ტრიკის წყალობით, მას შემდეგ რაც ის მადრიდში გადმოვიდა, გაიტანა 90 გოლი ოფიციალურ მატჩებში (103 გოლი, ამხანაგური მატჩების ჩათვლით). რონალდუს ძალიან ბევრი რეკორდი აქვს დამყარებული, მაგრამ ის ამას მაინც არ სჯერდება. 2 სეზონში და სუპერთასის 2 მატჩში მან გაიტანა 103 გოლი, ბრაზილიელმა ლეგენდამ და მადრიდის "რეალის" ელ ფენომენომ კი 104 გოლი, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ჯერ-ჯერობით. ელ ფენომენომ 104 გოლის გატანა 4 სეზონში შეძლო. კრიშტიანუ ძალიან კარგი რიტმით მიიწევს წინ და წინ. მან შესაძლოა, ბრაზილიელ რონალდოს რეკორდი, "ხეტაფესთან" გასამართ მატჩში დაამხოს. რონალდუ გალაქტიკოსის უდაო ლიდერია. მის შემდეგ პოზიციებზე მოდიან ფერნანდო მორიენტესი 100 გოლით 7 სეზონში და ზამორა 101 გოლით 4 სეზონში. კრიშტიანუ იგებს თითქმის ყველაფერს. გასული სეზონიდან ის უკვე არის, მადრიდის "რეალის" TOP 20 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი. სავარაუდოდ ის ამ ცხრილს სულ მალე სათავეში ჩაუდგება. მას აქვს ყველასგან გამორჩეული სტატისტიკა. სუპერვასკვლავი ცხოვრობს ასეთი დივიზით: "უნდა იყო ისეთი, როგორიც ღმერთს უნდა". მან გაიტანა 41 გოლი და დაამხო უგო სანჩესისა და ტელმო სარას რეკორდი. არაფერი არ არის შეუძლებელი ფეხბურთელისთვის, რომელიც ლა ლიგის ბოლო 5 მატჩში 14 გოლს გაიტანს. რონალდუმ 2 გოლი "ვილიარეალს" და "ალმერიას" გაუტანა, სამი გოლი "სარაგოსას" და "ხეტაფეს", ხოლო ოთხი გოლი კი "სევილიას". ინფორმაციის წყარო: Marca.com ავტორი - Avtoshka
თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.
ავტორი: Sergio Ramos Garcia, თარიღი: 04-09-2011 21:50, კომენტარი: 17, სიახლე: 0
ავტორი: saatasaata, თარიღი: 04-09-2011 22:33, კომენტარი: 365, სიახლე: 0
ავტორი: roniiii, თარიღი: 04-09-2011 22:53, კომენტარი: 81, სიახლე: 0
ავტორი: saba_madrid, თარიღი: 04-09-2011 23:06, კომენტარი: 77, სიახლე: 0
ავტორი: saatasaata, თარიღი: 04-09-2011 23:48, კომენტარი: 365, სიახლე: 0
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
|
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მეგობრები
მთვლელები
|
|
სიახლეები
|
მულტიმედია
|
ბლოგი
|
We Are MADRIDISTAs - We Are №1 | MADRIDISTA.GE! © 2010-2012
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE
















--------------------