|
კრიშტიანუმ გოლის გატანის მაჩვენებელი გააუმჯობესა
სიახლეები, ოფიციალური / 5-09-2011, 15:02
კრიშტიანუ რონალდუმ გოლის გატანის მაჩვენებელი გააუმჯობესა და ყოველ 70 წუთში გააქვს გოლი.
კრიშტიანუ რონალდუმ სეზონი ჰეთ-ტრიკით დაიწყო. მან სამი გოლი მეორე ტურში, "სარაგოსას" კარში გაიტანა. ისე ჩანს, რომ ის თავის რეკოდრულ 41 გოლს გააუმჯობესებს. მისი პროგრესიულობა მადრიდში გადმოსვლის პირველივე დღიდან იგრძნობა. მას შემდეგ, რაც პორტუგალიელი მადრიდში გადმოვიდა, გვაჩვენებს ძალიან სანახაობრივ ფეხბურთს. ლა ლიგის 2009-2010 წლის სეზონში, მან გაიტანა 26 გოლი. იმ დროს, მას გოლი ყოველ 99 წუთში გაჰქონდა. მაგრამ, 2010-2011 წლის სეზონში მან მისი მაჩვენებელი გააუმჯობესა და 41 გოლი გაიტანა. ამჯერად, მას გოლი ყოველ 70 წუთში გაჰქონდა. სეზონის, ფანტასტიკურად დაწყების მიეხედავად, რონალდუმ განაცხადა: "ძალიან გამიჭირდება გასულ სეზონში დამყარებული რეკორდის დამხობა, მაგრამ შევეცდები შევძლო". ასისტენტები. როგორც ვიცით, ორი წლის განმავლობაში რონალდუმ ლა ლიგაში 69 გოლის გატანა შეძლო. აქედან მხოლოდ 7 გოლი გაიტანა მან, თანაგუნდელების დახმარების გარეშე. რონალდუ ამდენი გოლის გატანას, თანაგუნდელების კარგი თამაშის წყალობით აღწევს. მას ფანტასტიკურ ასისტენტობას უწევს მესუთ იოზილი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. 2010/2011 წლის ლა ლიგის სეზონში, იოზილმა სულ 17 საგოლე გადაცემა გააკეთა. ამ მხრივ ის მეორე ადგილზე გავიდა, მას მხოლოდ არგენტინელმა ლიონელ მესის გადაუსწრო 19 შედეგიანი გადაცემით. რონლადუს ერთ-ერთი მიზანი იყო და არის, გულშემატკივრების გულის მოგება, რაც მას ძალიან კარგად გამოსდის. პრიმერადივიზიონში, მის მიერ ჩატერებული პირველი სეზონისგან განსხვავებით, ის ძალიან შეიცვალა. ლა ლიგაში, თავის პირველ სეზონში, მან მიიღო 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი. გასულ სეზონში კი, მან მხოლოდ 2 ყვითელი ბარათი მიიღო და არცერთი წითელი. ინფორმაციის წყარო: As.com ავტორი - Avtoshka
თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.
ავტორი: iakobituzi4, თარიღი: 05-09-2011 15:36, კომენტარი: 13, სიახლე: 0
ავტორი: saatasaata, თარიღი: 05-09-2011 18:07, კომენტარი: 365, სიახლე: 0
ავტორი: spain_reali, თარიღი: 05-09-2011 18:26, კომენტარი: 412, სიახლე: 0
ავტორი: mercho, თარიღი: 05-09-2011 18:31, კომენტარი: 2473, სიახლე: 1
ავტორი: madridista girl, თარიღი: 05-09-2011 19:10, კომენტარი: 3958, სიახლე: 3
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
|
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მეგობრები
მთვლელები
|
|
სიახლეები
|
მულტიმედია
|
ბლოგი
|
We Are MADRIDISTAs - We Are №1 | MADRIDISTA.GE! © 2010-2012
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE

















