რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » კეილორ ნავასი მზადაა გუნდთან ერთად ივარჯიშოს

კეილორ ნავასი მზადაა გუნდთან ერთად ივარჯიშოს

14-08-2016, 01:01
ავტორი: ZZ
ნახვა: 709
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
კეილორ ნავასი მზადაა გუნდთან ერთად ივარჯიშოს
ცოტა ხნის წინ, კეილორ ნავასს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რომელმაც აჩვენა, რომ კოსტა-რიკელი გოლკიპერი ტრავმისგან სრულად განიკურნა...

შეგახსენებთ, რომ "რეალის" გოლკიპერს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მას ოპერაცია 9 ივნისს, ექიმ ვან დეიკის მიერ ჩაუტარდა, რომელიც კეილორს რეაბილიტაციის კურსის დროსაც ეხმარებოდა.

ნავასმა ინდივიდუალური ვარჯიშები ვადაზე ადრე დაიწყო, რათა ევროპის სუპერთასზე გასამართი მატჩისთვის მზად ყოფილიყო. თუმცა, ექიმებისგან ამის უფლება ვერ მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ ნავასი გუნდთან ერთად ვარჯიშებს უბრუნდება, ზინედინ ზიდანი რისკზე წასვლას არ აპირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ კეილორი სანტიაგო ბერნაბეუს თასზე გასამართ მატჩს გამოტოვებს. ასევე, გუნდს ლა ლიგის პირველ ტურში "სოსიედადთან" შეხვედრაშიც დააკლდება.

კოსტა-რიკელი გოლკიპერის სრულფასოვანი დაბრუნება სექტემბრის დასაწყისში იგეგმება.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.