კრიშტიანუ რონალდუ:"ჩვენ ერთი ოჯახი ვართ"

კრიშტიანუ რონალდუ:"ჩვენ ერთი ოჯახი ვართ"
კრიშტიანუ რონალდუმ ოთხშაბათს დოკუმენტური ფილმი წარადგინა, სადაც რამდენიმე სირთულის გადალახვა უწევს. მაყურებელი ფილმში რონალდუს არაჩვეულებრივ ფიზიკურ შესაძლებლობებს იხილავს. გარდა ამისა, პორტუგალიელმა "რეალზე" ისაუბრა და ახალი სეზონის მიზნები განიხილა.

"უკვე ორი წელია მადრიდში ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემთვის მადრიდის "რეალი" ოჯახივითაა. დიდებული გუნდი გვყავს და გასულ წელთან შედარებით, წელს უკეთესნი ვართ. ტიტულების მოგება მსურს. ეს "სამეფო კლუბის" პრიორიტეტია".

ჟოზე მოურინიო:

"პირველ რიგში ის ჩემი მეგობარია. შემდეგ მწვრთნელი და ბოლოს ადამიანი, რომელიც ძალიან მომწონს. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ჟოზე მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტია. მის გვერდით მუშაობა დიდი სიამოვნებაა და ამით უნდა ისიამოვნო".

"არამგონია მას გუნდში საუკეთესო მეგობარი ჰყავდეს, რადგან ყველასთან ფანტასტიური ურთიერთობა აქვს. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ".


ჩემპიონთა ლიგა:

"გასვლითი მატჩები მუდამ რთულია და მზად უნდა ვიყოთ სიურპრიზებისთვის. არ გვაქვს მინიმალური მიზნები ამ სეზონში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად".

"მახსოვს, როგორ დავუპირისპირდი "ლიონს" "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "რეალის" შემადგენლობაში. ეს ძლიერი გუნდია, საუკეთესო საფრანგეთში. მათ წინააღმდეგ თამაში მუდამ რთულია. გასულ სეზონში დავამტკიცეთ, რომ მათი დამარცხება შეგვიძლია. ვნახოთ, რა იქნება წელს".


ესპანეთის ჩემპიონატი:

"ლა ლიგა ახლახანს დაიწყო. ვნახოთ, რა იქნება წლის ბოლოს. მთავარია კონკურენტუნარიანები ვიყოთ. აქ უფრო ძლიერი კონკურენციაა, ვიდრე სხვაგან. მსოფლიოში საუკეთესო ჩემპიონატები – ლა ლიგა და პრემიერლიგაა. ვფიქრობ, სხვა გუნდებსაც აქვთ შანსი. მაგალითად, "ვალენსია", რომელსაც საკმაოდ კარგი შემადგენლობა ჰყავს. ვნახოთ, რა გამოვა".

სეზონის დასაწყისი:


"ამ სეზონში "რეალი" ძლიერი გახდა. გამოცდილები გავხდით, ერთმანეთს უფრო უკეთ ვუგებთ და ჟოზე მოურინიოს მეორე სეზონი მუდამ საუკეთესოა. ვფიქრობ, ფანტასტიური სეზონის ჩატარება შეგვიძლია. სუპერთასი უიღბლობის გამო ვერ მოვიგეთ".

"გულშემატკივრებმა იციან, რომ გასულ წელთან შედარებით, უკეთესები ვართ. მათ ბევრ ბრძოლას და საინტერესო დაპირისპირებებს ვპირდებით. მეც ვეცდები, წელს უფრო კარგად ვითამაშო".


რონალდუს ფილოსოფია:

"მუდამ ბოლომდე ვიხარჯები და 100%–იან შედეგს ვიძლევი. არ აქვს მნიშვნელობა, ვის წინააღმდეგ ვთამაშობ. ყოველი სეზონი – ახალი გამოწვევაა და საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების შანსია. მსურს წელს უკეთესი ვიყო, ვიდრე გასულ სეზონში. ეს რთულია, მაგრამ ის ზეწოლაა, რომელიც ძალიან მჭირდება. ძალიან მიყვარს გოლების გატანა. ასევე მახარებს, როცა ამის საშუალებით გუნდი იგებს. არ მაღელვებს, რამდენ გოლს გავიტან მატჩში".

კანტერა:

"შესანიშნავი კანტერა გვყავს და ხანდახან გვეძლევა მათ გვერდით ვარჯიშის საშუალება. ეს კარგია როგორც მათთვის, ასევე კლუბისთვის. ვფიქრობ, "რეალს" მომავალში მორატასა და ხესესთან ერთად, შესანიშნავი გუნდი ეყოლება".


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
ავტორი - Faqo Oo

თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.

ავტორი: morata, თარიღი: 10-09-2011 10:13, კომენტარი: 271, სიახლე: 0  
User
რონი მაგარია............. RealMadrid3

ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მაიკონი
პიშჩეკი
კარვახალი
ისლა
უოლკერი
ირაოლა
ბოსინგვა

რეკლამა
მთვლელები
www.wsa.ge alt navige ქართული ვებ ჰოსტინგი
სიახლეები
მულტიმედია
ბლოგი