რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » სამწვრთნელო შტაბი ისკოს ენდობა

სამწვრთნელო შტაბი ისკოს ენდობა

16-08-2016, 23:01
ავტორი: ZZ
ნახვა: 477
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
სამწვრთნელო შტაბი ისკოს ენდობა
წლევანდელ სეზონში "რეალის" მიზანი ლა ლიგის მოგება იქნება და ზინედინ ზიდანი ისკო ალარკონზე დიდ იმედებს ამყარებს. ფრანგი მწვრთნელი იმედოვნებს, რომ ესპანელი ნახევარმცველი გუნდს ამ მიზნის მიღწევაში დაეხმარება, რაზეც მოსამზადებელი ეტაპიც მოწმობს. ზიზუმ ისკოს ხამესზე მეტი სათამაშო დრო მისცა. გარდა ამისა, ალარკონმა ევროპის სუპერთასის მატჩი სასტარტოში დაიწყო, კოლუმბიელი კი მოედანზე 73-ე წუთზე გამოჩნდა...

ზიდანი 24 წლის ესპანელის პროფესიონალიზმითა და კლასით კმაყოფილია. ისკო სამაგალითო ფეხბურთელია, რომელიც მოედანზე ბოლომდე იხარჯება, როცა ამის შანსი ეძლევა. გარდა ამისა, სათამაშო დროის სიმცირეზე არასდროს ჩივის. კლუბში ანდალუსიელის ერთგულებაში ეჭვი არავის ეპარება.

თავიდან ისკო კლუბში სირთულეებს წააწყდა, მაგრამ შემდეგში ჯერ კარლო ანჩელოტის ნდობა მოიპოვა, შემდეგ კი ზიდანის.

"ისკო "რეალის" ფეხბურთელია და ის არსად წავა" - განაცხადა ზიდანმა "უნდესიმას" მოგების შემდეგ.

"სამეფო კლუბში" გატარებული სამი სეზონის შემდეგ, ისკოს აქტივში 150 მატჩია. ესპანელმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.