რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » ზიდანი: "სეზონის დაწყებისთვის მზად ვართ"

ზიდანი: "სეზონის დაწყებისთვის მზად ვართ"

17-08-2016, 14:58
ავტორი: we love madrid
ნახვა: 770
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
ზიდანი: "სეზონის დაწყებისთვის მზად ვართ"
ბერნაბეუს თასზე გამარჯების შემდეგ, ზინედინ ზიდანი ჟურნალისტებს შეხვდა და პრესკონფერენცია გამართა...

"დღეს ყველას მიეცა თამაშის საშუალება. ამხანაგური მატჩები მორჩა და დროა უკვე ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის მოვემზადოთ. გუნდი სეზონის დაწყებისთვის მზადაა. პრესეზონისგან განსხვავებით, დღეს სამი გოლი გავუშვით. თუმცა, ამაში საგანგაშო არაფერია, რადგან ეს მომზადების ერთ-ერთი ნაწილია".

ხამესი
"ხამესის თამაშით მოხიბლული ვარ. ის ჩვენთანაა და არსად წასვლას არ აპირებს. მე მუდამ ერთსა და იმავეს გიპასუხებთ. დავიღალე ამ შეკითხვაზე პასუხით".

შემადგენლობა
"მე არსებული შემადგენლობით კმაყოფილი ვარ. გუნდში მაღალი დონის ფეხბურთელები ირიცხებიან. თუმცა, 31 აგვისტომდე ყველაფერი შეიძლება მოხდეს".

ფაბრეგასი
"გუნდში დიდი კონკურენცია და ისედაც ბევრი მაღალი დონის ნახევარმცველი გვყავს. ფაბრეგასი შესანიშნავი ფეხბურთელია. თუმცა, მის დამატებას არ ვაპირებთ".

დახარჯული თანხა
"ზოგჯერ არ არის საჭირო დიდი თანხის დახარჯვა. კმაყოფილი ვარ არსებული ფეხბურთელებით. ჩვენ უკვე მოვახერხეთ მათთან ერთად რამდენიმე ტიტულის მოპოვება. ახლა ყველაზე მნიშვნელოვან ისაა, რომ მუშაობა გავაგრძელოთ".

ასენსიო
"ასენსიომ კარგად იცის, რომ ის საჭირო სათამაშო წუთებს მიიღებს. არავის მოტყუებას არ ვაპირებ. ყველა ფეხბურთელმა იცის, რა როლი აკისრია გუნდში. მე ყოველთვის ვეცდები, რომ შეხვედრისთვის საუკეთესო შემადგენლობა შევარჩიო".

მარიანო
"ვნახოთ რა მოხდება. ამ მომენტისთვის ის ჩვენი ფეხბურთელია. მისი პრეზენტაცია არ შემდგარა, რადგან ის "კასტილიას" შემადგენლობაში ირიცხება. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები".
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.